ეს რაღაც ახალი ფანდია, - ასე აფასებს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხის პირობებთან ადაპტაცია გაუჭირდა და იქიდან გამოსვლას ცდილობს.
„ადამიანი პოლიტიკოსის მანტიით აღარ მოგვევლინება და ამის ხარჯზე უნდა გავათავისუფლოთ და იმ ადამიანებს პირში ჩავაფურთხოთ, ვინც ამხელა დარტყმა განიცადა ამ ადამიანისგან. ეს ხომ აბსურდია? და მეორე: მისი პოლიტიკაში ყოფნა და არყოფნა აღარაფერს ნიშნავს. ეს უკვე გუშინდელი დღეა. რომც გამოვიდეს, დაემსგავსება მის ერთ-ერთ თანამოაზრეს, ბატონ შალვა ნათელაშვილის და როგორია მისი ელექტორალური წინსვლები, ყველას მოგეხსენებათ“, - მიიჩნევს გამსახურდია.
სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.