მამუკა არეშიძე: გია კობახიძე ყოველთვის იდგა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის

მამუკა არეშიძე: გია კობახიძე ყოველთვის იდგა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის

მიუხედავად იმისა, ვის როგორი სიმპათია აქვს გია კობახიძის მიმართ, ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ყოველთვის იდგა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის და ყველაფერი გააკეთა, რომ ის დღე დამდგარიყო, რაც დადგა 9 აპრილს, - ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„არახამიას მივიჩნევ როგორც ავანტიურის პოლიტიკიდან. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც პოლიტიკას იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად, კეთილდღეობის გასაძლიერებლად და ა.შ. ვიცი, რომ ომამდე არახამიასა და „მთავარ არხს“ შორის გარკვეული ფინანსური კავშირები იყო. დღეს არახამია ახდენს დემონსტრირებას, რომ ის არის მდგომარეობის ბატონ-პატრონი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამაზე ისაუბრა და თქვა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“.