მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: დეპოლარიზაციის პროცესისთვის ზურგის შექცევა შეცდომა იყო და ახლა ამ შეცდომის ახსნას, რაღაც დამაჯერებელი მიზეზის შეთავაზებით აპირებენ, ფაქტია, უჭირთ

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: დეპოლარიზაციის პროცესისთვის ზურგის შექცევა შეცდომა იყო და ახლა ამ შეცდომის ახსნას, რაღაც დამაჯერებელი მიზეზის შეთავაზებით აპირებენ, ფაქტია, უჭირთ

დეპოლარიზაციის პროცესისთვის ზურგის შექცევა შეცდომა იყო და ახლა ამ შეცდომის ახსნას, რაღაც დამაჯერებელი მიზეზის შეთავაზებით აპირებენ. ამას ახლა იგონებენ და თხზავენ. ფაქტია, უჭირთ, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

„ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ზურგი აქციეს რეალურად ხელისუფლების შეთავაზებას, შეთავაზებას, რომელიც თანხვედრაში იყო, ყველა, მათ შორის ამ ქვეყნის გულშემატკივრის სურვილთან ევროკავშირით დაწყებული შეერთებული შტატებით დამთავრებული, რომ ერთობლივად გვემუშავა, ამას ზურგი აქციეს. რასაკვირველია, ამის ზურგის შექცევა შეცდომა იყო და ახლა ამ შეცდომის ახსნას, რაღაც დამაჯერებელი მიზეზის შეთავაზებით აპირებენ. თუმცა, არასწორი მიზეზის. ამას იგონებენ და თხზავენ ახლა. ფაქტია, უჭირთ. მათთვის ძალიან მძიმეა ახლა იმის აღიარება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.