„მეგის ქარდავას და ლევან ქარდავას გვარებიც კი პირველად გავიგე“

„მეგის ქარდავას და ლევან ქარდავას გვარებიც კი პირველად გავიგე“

საქართველოს პრეზიდენტმა „კუდ“-ის ყოფილ დირექტორს ლევან ქარდავას 1 ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი გადასცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ცნობით, ლევან ქარდავასთვის კოჯორში 2501 კვადრატული მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა 2011 წლის 16 ნოემბერს გამოსცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად 1 ლარად გადაცემულ ქონებას. დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება.

„აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა. 2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის ¹16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში (საკადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც არის აღნიშნული“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კუდ-ს ორ ყოფილ მაღალჩინოსანს - დავით ჩხატარაშვილს და ლევან ქარდავას წამების ფაქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობდა და არც იცოდა ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ის არ იცნობს დათა ახალაიას, რომელიც 8 წლის განმავლობაში კუდ-ის დირექტორის მოადგილე გახლდათ, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ქარდავებთან და დათა ახალაიასთან ნაცნობობას და კავშირს უკვე „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ უარყოფენ. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საპრალმანეტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირველად გაიგო ძმები ქარდავების შესახებ, რაც შეეხება დათა ახალაიას ამბობს, რომ მას საერთოდ შენახვედრიც კი არაა.

რისთვისჭირდებოდა ძალოვანი უწყების მარალჩინოსნებს ამ კადრების გადაღება და შემდეგ მისი შენახვა?

გიორგი ვაშაძე: ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, ვინც რაიმენაირად შეხებაში იყო ამ ყველაფერთან, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. რაღაცა შოუსავით ჩამოყალიბდა, რაღაცა ჯგუფები მიდიან და ნახულობენ ამ კადრებს, ეს არაა გამოძიება. გამოძიებამ უნდა თქვას, ვინ იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას, ვისი დავალებით ხორციელდებოდა და ვინ ავრცელებდა ამას.

დაკავებულია 9 პირი და უკვე ითქვა, რომ კადრები გადაღებულია ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში. გარდა ამისა შსს- ინფორმაციით, კადრების გადაღებასთან კავშირი აქვს მეგის ქარდავას...

- მეგის ქარდავა თუ დასახელდა და თუ მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე. რა მნიშვნელობა აქვს რა თანამდებობა ეკავა? მაგრამ ჩვენ რა მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი ახორციელებდა ამ ყველაფერს, ეს ხომ აბსურდია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვანო მერაბიშვილმა არ იცოდა, რომ მისი უწყების თანამშრომლები ამ კადრებს იღებდნენ და მერე ინახავდნენ?

- ჩემი აზრით არ იცოდა, მე ასე ვფიქრობ. ეს გამოძიებამ უნდა დაადგონოს ვინ იცოდა და ვინ არა.

თქვენი თანამშრომელი რას აკეთებდა ეს არ იცოდით?

- ჩემთან მუშაობდა 2 000 ადამიანი და არაერთი იყო დაკავებული დოკუმენტების გაყალბებაზე და თუ დოკუმენტის გაყალბება ვინმემ ჩაიდინა, რა მერე ამაზე ხელმძღვანელი იყო პასუხისმგებელი?! ეს ხომ აბსურდია...

აქ საუბარი არაა საბუთების გაყალბებაზე. არამედ იმაზე, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მიერ, უკანონოდ ხდებოდა ადამიანების პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გადაღება. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს სისტემური დანაშაულია?

- სისტემური დანაშაული იყო ეს ყველაფერი შევარდნაძის დროს, როცა ყველა პოლიციის განყოფილებაში იგივე ხდებოდა. ჟურნალისტებმა რა კადრებიც ნახეთ, ჩემი ინფორმაციით, ეს პოლიციის განყოფილებებში არაა ჩადენილი, ეს არის სხვადასხვა არასახელმწოფოებრივ უწყებებში, კერძო ბინებში გაკეთებული. ამიტომ, ვერ ვისმჯელებ სისტემურ დანაშაულზე. საპრალამენტო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ დადგინდეს ეს იყო სისტემური, თუ არასისტემური დანაშაული. ეს იყო კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი თუ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ჩადიოდა. ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.

ჩვენ მივეჩვიეთ ზედაპირულად, მტკიცებულების გარეშე, რაღაცა სტეროტიპების ჩამოყალიბებას, რაც არასწორია. მე ვამბობ, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ცოდა, მონაწილეობდა, აკეთებდა ამ ყველაფერს, პასუხი უნდა აგოს. რათ უნდა ამ საქმეს ზედმეტი პოლიტიზირება? კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის არასწორი, რომ ზედმეტად ხდება პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის გადატანა.

შსს-ს გარკვეული ვიდეო მასალები უკვე ჰქონდა ოქტომბრიდან მოყოლებული, როგორც ჩანს, არანაირი გამიძიება არაა დაწყებული. სასამართლოშიც არაა საქმეები წარდგენილი, რას იძიებდნენ 8 თვის მანძილზე თუ ეს კადრები ჰქონდათ და საერთოდ ვინ დაკითხეს? დაკითხულია ყველა ის ადამინაი ვინც იყო ამასთან შეხებაში?

წამებისა და გაუპატურების ბრალდებით დაკავებულია 9 პიროვნება...

- დაკავებული რომ არის, არც ერთი მათგანი არ მიუთითებს იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილის დავალებით მოქმედებდა.

თქვენ რა იცით ბრალდებულები რაზე მიუთითებენ? მითუმეტეს, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა...

- ეს რომ არ ვიცით, ეს არის პრობლემა. წინასწარ არ შეიძლება სტეროტიპული მოსაზრებების ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინასწარ ხელის გაშვერა ვიღაცისკენ, მტკიცებულების გარეშე, ეს არის უკვე პოლიტიკური მოტივაცია. როცა ჟურნალისტები ამ კადრებს ნახულობდით, დასვით შეკითხვა - არის თუ არა მტკიცებულება ხელმძღავნელ პირებთან დაკავშირებით და მიიღეთ ამაზე პასუხი.

შსს- მინისტრის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს კადრები გადაღებულია იმ პერიოდში, როდესაც შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალური მოძრაობასაუბრობდით მუდმივად იმაზე, რომ მერაბიშვილი არის ქვეყნის ხერხემალი. როგორ ფიქრობთ, ხერხემლმა არ იცოდა არ ხდებოდა მის უწყებაში?

- არ იცოდა ახალმა შს მინისტრმა მოსამართლის თანაშემწეს ბარამიძეს რომ უღებდნენ და აჩვენებდნენ ამ კადრებს? არ იცოდა ახალმა შს მინისტრმა ხვედელიძემ რომ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი?! მაშინ უნდა დაისაჯოს შს მინისტრი, ასე არაა?!

ბატონო გიორგი, შს მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გაანთავისუფლა ხვედელიძე და მიეცა პასუხისგებაში. კადრები, რომელზეც თქვენ საუბრობთ და კადრები, რომელსაც იღებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი სიმძიმით...

- ბარამიძესთან დაკავშირებით, რომელიც არის მოსამართლის თანაშემწე, საერთოდ გამოძიება არ დაწყებულა, არაფერი არ ვიცით ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს მოხდა დღევანდელი შს მინისტრის დროს, იგივე ხვედელიძის ფაქტი ავიღოთ, რა მუხლით წაუყენეს მას ბრალი, - თითქოს, ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე და ქუჩაში რაღაცა ვიდეო ატვრითა ინტერნეტში. რეალურად, მან თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ეს მძიმე მუხლი არაა წარდგენილი და ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი დღეს სახელმწიფოში. მაშინ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხზე. არ შეიძლება ყველაფერი ყოფილ სისტემას დავაბრალოთ.

შს და თავდაცვის მინისტრებმა, თურმე, არ იცოდნენ ამის შესახებ, პრეზიდენტიც ამბობს, რომ საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანებსო. რისთვისჭირდებოდათ ეს ჩანაწერები და მათ შორის იარაღის ის არსენალი რაც ვნახეთ?

- ყველა რიგით თანამშრომელს ხომ არ იცნობს პრეზიდენტი?!

თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან ქარდავა კუდ-ის დირექტორი რიგითი თანამშრომელია?

- იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი და არ შევხვედრივარ არჩევნების მერე პრეზიდენტს.

ბატონო გიორგი მე დავსვი კითხა კუდ-ის დირექტორი რიგითი თანამშომელია? პრეზიდენტი მაღალ თანამდებობაზე ისე ნიშნავდა ადამიანებს, რომ არ იცნობდა მათ?

- არ იცნობდა გელა ხვედელიძეს შს მინისტრი?!

უკაცრავად, კითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება?

- იგივეა. თუ სისტემურ დანაშაულზე ვსაუბრობთ, ზუსტად იგივენაირად უნდა იყოს შეფასებული გელა ხვედელიძეს ფაქტი და მოსამართლის თანაშემწის ფაქტიც. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს აბსოლუტურად ყველა საკითხს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენ იმისთვის ვითხოვთ, რომ დავადგინოთ ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ ეს იყო ცალკეული ჯგუფის ქმედება. ზედაპირულად არ შეიძლება სტერეოტიპული განცხადებების კეთება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს. საერთოდ, მეგის ქარდავა და ლევან ქარდავა პირველად გავიგე... გვარებიც პირველად გავიგე, რომ ასეთი ხალხი საერთოდ მუშაობდა ამ სისტემაში. მე საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანებს.

შემთხვევით დათა და ბაჩო ახალაიების სახელებიც პირველად ხომ არ გესმით?

- თქვენ გინდათ პასუხი მიიღოთ ჩემგან თუ გინდათ რაღაცა ის იყოს...

ბატონო გიორგი წარმოუდგენელია, რომ მთავრობის წევრები ერთმანეთს არ იცობდით და მითუმეტეს ამ მაღალჩინოსნებს არ იცნობდა პრეზიდენტი...

- გეუბნებით, რომ არ ვიცნობდი. დათა ახალაიასთან, საერთოდ, შეხვედრილიც არ ვარ. სახელი და გვარი როგორ არ ვიცი, მაგრამ შეხვედრილი არ ვარ.

ანუ, თქვენ იზიარებთ პრეზიდენტის ამ განცხადებას, რომ არ იცნობდა ვინ იყო მისი კუდ-ის უფროსი და მოადგილე?

- პრეზიდენტს დაუსვით ეს შეკითხვა!

აუცილებლად, მაგრამ რამდენად სწორია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ კუდ-ის უფროსს არ იცნობდა? ადრე, პრეზიდენტმა იგივე თქვა დათა ახალაიაზეც.

- მერე რა, რომ არ იცნობდა! ერთი წამით რა!... პრეზიდენტმა თუ თქვა, რომ არ ვიცნობდიო ე.ი. არ იცნობდა.

და ეს რამდენად არის სწორი?

- პირადად რატომ უნდა იცნობდეს გამაგენიბეთ რა?! 2 ათასი თანამშრომელი რომ მუშაობდა ჩემთან, ყველას პირადად ვიცნობდი?!

თქვენი დეპარტამენტის უფროსებს არ იცნობდით?

- პრეზიდენტის ქვეშ არის უამრავი სამინისტრო, მინისტრის მოადგილეები. გეუბნებით, რომ მე პირადად პრეზიდენტთან შეხვედრა არ მქონია. გავხსენით იუსტიციის სახლი და წავიდა, მერე რას ნიშნავს ეს, რა აზრი აქვს... ჩვენი ხელისუფლების დროს 200 ადამიანი არის წამებისთვის დასჯილი. 2001 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ადამიანის უფლებებზე არადამიანურ მოპყრობაზე და წამებაზე იყო საუბარი და ზუსტად მაშინ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი და ალასანიაც, - სხვათაშორის. ზუსტად მაშინ იყო ტაბატაძე და ხვედელიძე მაღალი თანამდებობის პირები. ზუსტად მათი სამართალდამცავი ორგანოებში მუშაობის დროს ხდებოდა ეს.

პრეზიდენი ამბობს, რომ ლევან ქარდავას არ ვიცნობო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის ლევან ქარდავაა, რომელსაც პრეზიდენტმა კოჯორში 1 ლარად გადასცა მიწის ნაკვეთი...

- მერე რა! რა ლევან ქარდავას გადასცა მიწის ნაკვეთი? მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი. მოქალაქეობასაც ანიჭებს და ყველა მოქალაქეს იცნობს ვისაც მიანიჭა მოქალაქეობა?

უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალჩინოსნებზე და არა რიგით მოქალაქეებზე...

- რაღაცა უაზრობაზე ნუ ვკამათობთ რა.

ძალაინ საინტერესოა, უცნობ ადამიანს თქვენ პირადად 1 ლარად გადასცემთ მიწის ნაკვეთს?

-  არ ვიცი, პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ვის გადასცა, რას გადასცა, ამას ამზადებდა ეკონომიკის სამინისტრო და შედიოდა პრეზიდენტთან. რა ვიცი ახლა მე იცნობდა თუ არ იცნობდა და რატომ გადასცეს 1 ლარად მიწის ნაკვეთი, ან საერთოდ გადასცეს თუ არა? არ შეიძლება არადეკვატური სასჯელი გამოყენებული იქნას ხვდედელიძის მიმართ, არ შეიძლება, რომ ბედუკაძე განთავისუფლებული იქნას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

არ შეიძლება, რომ დანარჩენი 6 ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა დაკავებული განთავისუფლებილი იქნენ პასუხისმგებლობიდან და დღეს გარეთ დადიოდნენ. არ შეიძლება გმირები ჩამოვაყალიბოთ ასეთი ადამიანებისგან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უნდა დაისაჯოს თუ არა დამკვეთი, ვისი დაკვეთითაც ხდებოდა ამ კადრების გადაღება...

- პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხიც რომ გამოიკვეთოს და ვინც უნდა იყოს, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სამართლებლივი პროცედურების შედეგად და არა პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ახლა აქვს ადგილი.