„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, მიიჩნევს, რომ ოდინდელი ლიდერი, ლიონელ მესი, გუნდში უნდა დაბრუნდეს.
„ადრეც მითქვამს, ამ სიტუაციაში მესიზე აქცენტის აღება უტოპია იქნება. თუმცა მსურს, რომ არგენტინელის ეპოქა „ბარსელონაში“ არ დასრულდეს. ვფიქრობ, მან მეორე შანსი დაიმსახურა. ოღონდ გაისად, რადგან ჯერ სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.
შეგახსენეგბთ, რომ მესი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა. 2021 წლის ზაფხულიდან კი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია.