ნეიმარი შესანიშნავ ფორმაშია

ნეიმარი შესანიშნავ ფორმაშია

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელები ამბობენ, რომ გუნდის დიდვარსკვლავი, ნეიმარი, შვებულებიდან შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა - გვამცნობს L'Equipe.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი გახდა, ოპტიმალური წონა დაიბრუნა და ვარჯიშებზეც მონდომებით მუშაობს.

გასული სეზონის ყველა ტურნირში ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.