Reuters: საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

Reuters: საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიელ მომღერალს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა 2012 წლიდან 2014 წლამდე. შაკირას განცხადებით, ის ამ პერიოდში ესპანეთში არ ცხოვრობდა.

ესპანეთის პროკურატურის დოკუმენტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, ნათქვამია, რომ შაკირა ჩვეულებრივ ცხოვრობდა ესპანეთში 2012-2014 წლებში და 2012 წლის მაისში ბარსელონაში უძრავი ქონება შეიძინა.

14.5 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ესპანეთის პროკურატურა შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთასა და 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.