კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის შეწყვეტა მოსთხოვა - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. მაგრამ „მანჩესტერი“ მის გასაშვებად მზად არ არის.
რონალდუ „იუნაიტედში“ შარშან ზაფხულს დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ 30 ივლისს „ატლეტიკოსთან“ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. 31-ში კი „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მანკუნიანელთა მეორე შემადგენლობასთან ერთად ითამაშებს.