ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს პარტნიორებთან, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ურთიერთობები დაზიანებულია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინაში მოვლენების განვითარების ფონზე საქართველოს პარტნიორების მოლოდინები შესაძლოა შეცვლილიყო.
„სამწუხაროდ, უკრაინაში მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც ჩვენი სურვილი იქნებოდა. როდესაც ვითარება იცვლება და მიდგომების გადაფასება მიდის, შეიძლება, ის მოლოდინები, რაც ჩვენი მთავრობისადმი იყო ადრეულ გაზაფხულზე, ახლა არ იყოს იგივე. შესაბამისად, ვერ ვხედავ, რომ რაიმე ტიპის განსაკუთრებული დაძაბულობა არსებობს ან იარსებებს მომავალში“, - აღნიშნა წულუკიანმა.