ირაკლი ზარქუა: კარგი იქნება, თუ იტყვიან, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე რა თემებზე იყო საუბარი, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ერთი ან მეორე მხრიდან

ირაკლი ზარქუა: კარგი იქნება, თუ იტყვიან, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე რა თემებზე იყო საუბარი, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ერთი ან მეორე მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ისურვებდა, ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით მეტი ღიაობა იყოს და ცნობილი გახდეს, რა თემებზე იყო შეხვედრაზე საუბარი.

ამასთან, ზარქუას თქმით, ზოგადად, კულუარულ, შიდა ინფორმაციაზე საჯარო განხილვებისგან თავს იკავებს და მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ძალიან ბევრი რამ ითქვა.

„მეც წავიკითხე ეს წერილი. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ბატონი სოზარი, ბატონი ხუნდაძე და ბატონი ყაველაშვილი სვამდნენ კითხვას, ელჩმა უპასუხა, რომ არ იყო ეს შეხვედრა. ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო და თურმე სამ საათსაც კი გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა.

ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ძალიან ვუფრთხილდებით. ის, რაც არის კულუარული და შიდა ინფორმაცია, არ გამოგვაქვს გარეთ და არც მინდა, რომ ამ სიღრმეში შევიდე ახლა, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ. მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა და დანარჩენი უკვე, ჩვენი ამომრჩეველი იქბება, თუ მცხოვრებელი, თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ. ვისურვებდი, რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ორივე მხრიდან უფრო მეტი სიცხადე იყოს შეტანილი. მე პირადად, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი მხრიდან იყოს ეს გაჟღერებული. თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა და როგორ, მაგრამ ფაქტია, ეს შეხვედრა შედგა და ამასთან დაკავშირებით დაველოდებით საელჩოს განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამავდროულად, ზარქუას განცხადებით, „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ძალები, მათ შორის ლობისტებიც ევროპაში, ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ ომში“.

„ამასთან დაკავშირებით მხოლოდ აღქმებით კი არ ვსაუბრობდით, გარკვეული მოწოდებები იყო, ხომ ვნახეთ არა, მათ შორის უკრაინის მნიშვნელოვანი ფიგურებისგან, ხელისუფლებისგან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათი მრჩეველებისგან და დაზვერვის სამართველოს უფროსებისგან. პირდაპირი რჩევა, რეკომენდაცია იყო. ისევე როგორც ადგილობრივი, აქ რომ გვყავს პარტიები, რადიკალები, მათგან პირდაპირ ხომ იყო ნათქვამი, რომ აბა თქვენ იცით, ახლა დროა.  მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც არიან აფილირებული და პარტნიორობაში „ნაცმოძრაობასთან“, რომ ახლა ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა და აბა უნდა გავაკეთოთ. მეტი რა არის ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვამბობდით ამ პერიოდის განმავლობაში, ეს იყო კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტული განცხადებების შესაბამისად, რომელიც მოდიოდა როგორც შიდა მავნებლებისგან  ასევე გარე ფასიანი ლობისტებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო ჩაითრიონ ომში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველო ომში არ ჩაება, რადგან ამ ქვეყანას არ ჭირდება ომი. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, პარტნიორებისგან გვერდში დგომა და ამ ქვეყანას სჭირდება სწორედ ის ევროპული და ამერიკული მხარდაჭერა, რომ ჩვენ განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. ომში ჩართვა არ სჭირდება, ეს ცხადად ითქვა როგორც ჩვენი მხრიდან, მმართველი პარტიისგან, ასევე ითქვა ჩვენი მოსახლეობის განწყობიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს: „რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“.

ამავდროულად, ივანიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მასსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

trampi ვაააა რა გაუტრაკეთ საქმე ..................... დაანებეთ თავი
2 წლის უკან
trampi დიმიტრი ხუნდაძე: რადგან ამერიკის ელჩისგან კითხვებზე პასუხები არ იყო გაცემული, ჩვენ გვიწევს პასუხების ძიება და ამ პასუხებში იკითხება ის, რომ შესაძლოა, ის სცენარის ავტორიც კი იყოს




ყოჩაღ რომ მაგ კითხვას სვამ---------------------------------- დიახაც ეგრეა ეგრე...............
ამერიკიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, ეგ ურევს აქ ყველაფერს, ეგ
დიახ მაგათი ინტერესია საქართველოს ომში ჩაბმა, მაგათი



ისე ამ კითხვებზე პასუხებს რომ ითხოვთ მაინტერესებს, როგორ გგონიათ მაგ ლენჩმა რა უნდა გიპასუხოთ---იმას გვეტყვის რომ მე გტირობთ დედასოოო??
თუ გინდათ რომ გვიპასუხოს----- არა როგორ გეკადრებათ, მე, მაგას როგორ ვიზამდი --- ჩვენ ხომ დიდი მეგობრები ვართ, ეგეთი რამე ან გულში როგორ გაივლეთ, ..ჩვენ მეგობრობას ჩრდილს რატომ აყენებთო?
-----ეგრე გინდათ რომ გვიპასუხოს და კრება მხიარული დარჩეეს?...და სიტუაციიდან გამოძვრეეეს??
კითვები ხომ დასვით?
თუ რამე სათქმელი ჰქონდა ამდენ ხანს ხო გვიპასუხებდა??
ზნაჩიტ ხომ ნათელია რომ თავიააანთ ჩაჯმულ საქმეზე სათქმელი არაფერი აქვთ და იმიტომ არიან ესე გაჩუმებულები?? თქვენც ხომ იცით რომ სინამდვილეში ეგ ქაქი საქართველოში მაგათი მოხარშულია.???!!
უკვე ხო ყველამ გაიგო რომ ამ ჩათლახი იდეის ავტორები სწორედ ეგენი არიან ? ჰოოდა დაუტოვეთ ეს გრეხი მაგათ..... რატომ ცდილობთ რომ ნამუსი ჩამოიწმინდონ--ჩამოწმინდოთ მაგათ? რატომ აძლევთ ამის შანს?/
სახალხოდ ხო გამოჩდა რომ ეგენი ჩვენს ზანგებად და მეცხრე ხარისხოვან კოლონიად გვთვლიან?.........
.... ჰოოდა დაუტოვოთ ეს გრეხი მაგათ, რატო ცდილობთ მაგათ ნამუსის მოწმენდას?/
ეხლა რა გინდა რომ გიპასუხოთ--- არა მე არ მიქნიაოოო და ამ პასუხით ნამუსი მოიწმინდოონ?/--
რატომ აძლევთ მაგის შანსს??
გრძნობდნენ და იცოდნენ რომ მაგათი ჩათლახობები გაშიფრულია და რომ მაგათ ნებისმიერი ქმედებას ჩვენ ეჭვის თვალთ ვუყურებთ....
იქნებ როგორც ჩვენს წინაშე დამნაშავეებს, ჩვენს მიმართ ცოტა უხერხული შეგრძნება, რიდი, ჰქონდეთ ---- ასე არ სჯობაააა?
იქნებ ასე ცოტა მაინც გააანებონ ჩვენს თავში ტყაპუნს თავი----- ნებისმიერ საკითხზე რო გვედირეხხხხხხხტორებიან, ოროსანი ბავშვებივით კუთხეში რომ მიჰგვაყუდებენ და თავში გვიტყაპუნებენ ხოლმე .............
ეხლა ცოტას მაინც დააატორმუზებენ და სუ ეგრე ზანგებივით აღარ მოგვექცევიან მაინც
მოკლედ ეს მაგათი გრეხი ჩვენთვის ძალიან დიდი კოზირია და რატო უნდა გაუშვათ ხელიდან.?/.... იყვნენ ეგრე ჩაჯმულები ჩვენს წინაშე
ეგრე არა სჯობიააა??
(ეგ ლენჩი ამათგან თავის არიდების მიზნით გარე--გარე, რეგიონებში დარბის--ესე იგი რაღამც ამათთან შეხვედრას ერიდება, ააქვს რაღაც უხერხული მომენტები ჩვენს მიმართ---ხოოოდა ქონდეს, კარგია !!)
მოკლედ ჩავიდოთ ეს კოზირი ჯიბეში და და ეხლა ჩვენ ვაშანტაჟოთ ხოლმე ეგენი---ეს კოზირი ცოტა რამეში მაინც წაგვადგება
ხოოდა ნუ-ღა უტრაკებთ....., პასუხი გაგვეცი, პასუხი გაგვეციო .....დაუტოვოთ ეს ქაქი მაგათ................ესე სჯობია!!!!!
2 წლის უკან