ალექსანდრე რაქვიაშვილი Credit Suisse-ზე: წინა წელს ორმილიარდიანი ზარალი ჰქონდა ამ ბანკს და შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ აქვს ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს

ალექსანდრე რაქვიაშვილი Credit Suisse-ზე: წინა წელს ორმილიარდიანი ზარალი ჰქონდა ამ ბანკს და შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ აქვს ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს

ძალიან რთულია სიტუაციის შეფასება, როცა ბევრი ინფორმაცია არ გაქვს. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ნებისმიერი ახსნა იყოს, დაწყებული პოლიტიკური მოტივით, დამთავრებული იმით, რომ აქვს ფინანსური პრობლემები, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ზე საუბრისას განაცხადა.

„წინა წელს ორმილიარდიანი ზარალი ჰქონდა ამ ბანკს და ზოგადად, სავსებით შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ აქვს ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს და ამიტომ ეძებს ყველა საბაბს, რომ ეს ფული არ დაუბრუნოს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.