იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 31 წლის პორტუგალიელი მცველის თქმით, ქართველი ძალიან მოთამაშეა და უხარია, რომ მისი თანაგუნდელია.
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ადაპტაციისთვის შესაბამისი დრო დასჭირდება, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა, ეს უბრალო პასებიდან და დრიბლინგებიდან ჩანს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დაგვეხმარება და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გვყავს“, - თქვა პორტუგალიელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის კასტელ დი სანგროში ემზადება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო 15 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება. ნეაპოლელები უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას 27 ივლისს, თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებენ.