მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ კრიშტიანუ რონადლუს ტრანსფერი გამორიცხა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ჭორებია, რომელმაც რეალური სახე არ უნდა მიიღოს, რადგან რონალდუს „ატლეტიკოში“ გადასვლა გამორიცხულია.
„არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ამბავი, მაგრამ მისი „ატლეტიკოში“ მოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჭორები უბრალოდ ჭორებია და ასეც უნდა დარჩეს, რადგან თუ უფრო გაიზრდება საუბარი, რეალურს დაემსგავსება, მაგრამ ეს სიმართლე ნამდვილად არ არის“, - თქვა სერეზომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა კრიშტიანუ რონალდუს „ატლეტიკოს“ აქტიურად უკავშირებენ. ჯერჯერობით, უცნობია სად ითამაშებს მომდევნო სეზონში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.