მეცნიერებმა განმარტეს რა დასკვნებამდე მივიდნენ „ჯეიმს ვების“ პირველი ფოტოს შესწავლისას

მეცნიერებმა განმარტეს რა დასკვნებამდე მივიდნენ „ჯეიმს ვების“ პირველი ფოტოს შესწავლისას

სამყაროს ფორმირების დროს მასში ირმის ნახტომის მსგავსი 10-ჯერ მეტი გალაქტიკა არსებობდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ. ასეთ დასკვნამდე მეცნიერთა ჯგუფი მივიდა, რომელიც ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მეშვეობით გადაღებულ პირველ ფოტოს სწავლობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფოტოს წინა პლანზე გალაქტიკების მასიური შეჯგუფება SMACS 0723 ჩანს, როგორიც ის 4,6 მილიარდი წლის წინ იყო. მაგრამ მეცნიერების ინტერესი ფოტოს უკანა პლანზე არსებულმა გალაქტიკებმა გამოიწვია. ზოგი მათგანი დიდი აფეთქებიდან 600 მილიონ წელში არსებობდა, ანუ სამყაროს ფორმირების ადრეულ წლებში. „ჯეიმს ვების“ გარეშე მათი დანახვა შეუძლებელი იყო.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ამ გალაქტიკების არსებობის შესახებ იცოდნენ, თუმცა დაზუსტებით ვერ ხვდებოდნენ როდის და როგორ მოხდა მათი ფორმირება. მაგრამ „ჯეიმს ვებს“ შეუძლია 13,5 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილიდან მომავალი სინათლის დაფიქსირება, ანუ პოტენციურად შეუძლია დაინახოს სამყარო, როგორიც ის დიდი აფეთქებიდან 200 მილიონი წლის შემდეგ იყო.

ასტრონომები ამბობენ, რომ „ჯეიმს ვები“ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რადგან იმ ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირების დანახვა შეუძლია, რომლებიც დედამიწაზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ.

ტელესკოპი „ჯეიმს ვებ“ NASA-მ ევროპული და კანადურ კოსმოსურ სააგენტოების დახმარებით შექმნა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს, ივლისში, კი მისი მეშვეობით გადაღებულ პირველ ფოტოები გამოქვეყნდა.