Netflix-ის სერიალის - Anne With An E შთაგონებით, ინდოეთში, 24 წლის გოგო კშამა ბინდუ საკუთარ თავზე დაქორწინდა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ეს ინდოეთში სოლოგამიის (საკუთარ თავზე დაქორწინება) პირველი შემთხვევაა.
„ხალხი უცნაურად მიყურებს, თითქოს, დანაშაული ჩავიდინე“, - ამბობს გოგო.
მისივე თქმით, საკუთარ თავზე ქორწინებით ძალიან ბედნიერია, რადგან არ აქვს ის პასუხიმგებლობა, რომელიც კაცზე დაქორწინებას ახლავს.
„სარკეში ჩახედვისას, საკუთარი თავის აღფრთოვანებული ვიყავი. რიგითი ინდოელი პატარძლის საზრუნავი არ მქონდა. ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავისთვის საკმარისი ვიყავი“, - ამბობს ის.