რამაზ საყვარელიძე: ხშირად ვატყობთ, რომ საბაბს ეძებს ხოლმე ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი და ასეთ საბაბს შეიძლება ამზადებს ეს ორ სხვადასხვა ოთახში წარმოებული საქმიანობა

რამაზ საყვარელიძე: ხშირად ვატყობთ, რომ საბაბს ეძებს ხოლმე ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი და ასეთ საბაბს შეიძლება ამზადებს ეს ორ სხვადასხვა ოთახში წარმოებული საქმიანობა

ხშირად ვატყობთ, რომ საბაბს ეძებს ხოლმე ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი და ასეთ საბაბს შეიძლება ამზადებს ეს ორ სხვადასხვა ოთახში წარმოებული საქმიანობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი შანსია, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი იმ მიზნით მუშაობდეს, რომ როდესაც ამ მცირე ჯგუფის მიერ შემუშავებულ დებულებებს არ მიიღებენ,, გახსნან ისევ კარები და გავიდნენ ქუჩაში.

„დიდი შანსია, ეს ცალკე ჯგუფი მუშაობდეს იმ მიზნით, რომ მერე, როდესაც პარლამენტი მიიღებს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულ დებულებებს და შეიძლება არ მიიღოს ამ მცირე ჯგუფთან შემუშავებული დებულებები, მერე ამ მცირე ჯგუფმა პროტესტის ნიშნად გახსნას ისევ კარები და გავიდეს ქუჩაში. ხშირად ვატყობთ, რომ საბაბს ეძებს ხოლმე ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი, იმისთვის რომ პროტესტი გამოხატონ და ასეთ საბაბს შეიძლება ამზადებს ეს ორ სხვადასხვა ოთახში წარმოებული საქმიანობა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.