„ბარსელონას“ ჭაბუკმა შემტევმა, ანსუ ფატიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან სურს ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს.
„ცხადია, ძალიან მინდა მესი დაბრუნდეს. რათა მომავალში ისე წავიდეს, როგორც იმსახურებს - საზეიმო კარიბჭის გავლით. ის ხომ ისტორიაში საუკეთესოა.“ - ციტირებს ფატის სიტყვებს კატალონიური ტელეარხი TV3.
შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.