უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ 2023 წელს, „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება, - ამის შესახებ BBC წერს.
შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ღონისძიება ვერ გაიმართება წლევანდელ გამარჯვებულ ქვეყანაში - უკრაინაში, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და სადაც მიმდინარე ომია.
წელს „ევროვიზიაზე“ გაერთიანებულმა სამეფომ მეორე ადგილი დაიკავა.
ჯერ უცნობია, სამეფოს რომელი ქალაქი უმასპინძლებს კონკურსს.