იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "სპალეტიმ გადაწყვიტა და პენალტებს კვარაცხელია დაარტყამს"

„ნაპოლიში“ პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია შეასრულებს. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლუჩანო სპალეტიმ არჩევანი უკვე გააკეთა და თერთმეტმეტრიანებს 21 წლის ქართველი ფეხბურთელი დაარტყამს. ყოველ შემთხვევაში, პირველი არჩევანი კვარაცხელია იქნება.

„ძალიან საინტერესო პროფილია, რომელმაც დიმაროს შეკრებაზე გამოავლინა თავისი უდავო თვისებები. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მასზე დიდ აქცენტს აკეთებს და დარწმუნებულია, რომ კარგად თამაში შეუძლია.

„ნაპოლის“ ახალი პენალტისტი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. ამრიგად, ქართველი გარემარბი ლორენცო ინსინიეს წასვლით გამოთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს. გადაწყვეტილება „აძურის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მიიღო“, - თქვა სკოტომ Tele A-სთან ინტერვიუში.

იქვე იტალიელ ჟურნალისტს, კოლეგამ პაოლო დელ ჯენიომ უპასუხა: „თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა სახელს პენალტების შესრულებაზე - ვიქტორ ოსიმენი“, - აღნიშნა დელ ჯენიომ, რომელსაც სკოტომ სიტყვა გააწყვეტინა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ სპალეტიმ არჩევანი უკვე გააკეთა:

„გადაწყვეტილება მიღებულია. შემდეგი პენალტისტი კვარაცხელია იქნება“, - დასძინა ჯოვანი სკოტომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ მთავარი პენალტისტი ლორენცო ინსინიე იყო, რომელსაც ზოგჯერ დრის მერტენსი ანაცვლებდა, თუმცა, ორივე ფეხბურთელმა „ნაპოლი“ უკვე დატოვა.