რონალდუმ შვილები ლისაბონის სკოლაში ჩარიცხა: პორტუგალიაში

რონალდუმ შვილები ლისაბონის სკოლაში ჩარიცხა: პორტუგალიაში "სპორტინგში" დაბრუნებაზე წერენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ჯერ გაურკვეველია და მოსალოდნელია, რომ ის კლუბს შეიცვლის.

La Sexta-ს ცნობით, კრიშტიანუს საუდის არაბეთის კლუბი იწვევს და ბიუჯეტიდან ტრანსფერისთვის 300 მილიონი ევროც გამოყო! თანხა ასე ნაწილდება: 250 მილიონი კრიშტიანუს ხელფასის სახით ორ წელიწადში, 30 მილიონი „მანჩესტერს“ და 20 მილიონი აგენტებს.

თუმცა, რონალდუს მინიმუმ ერთი წელი ევროპაში დარჩენა სურს, იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია. კრიშტიანუს მადრიდის „ატლეტიკოს“ აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ პორტუგალიიდან საინტერესო ცნობა გავრცელდა - „სპორტინგში“ დაბრუნება.

ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რონალდუმ თავად უარყო, მაგრამ პორტუგალიელი ჟურნალისტი ანტონიო ფიგეირდო იტყობინება, რომ რამდენიმე დღეში რონალდუს „სპორტინგში“ ხილვის სიურპრიზის მომსწრენი გავხდებით. როგორც ის იტყობინება, 37 წლის ფეხბურთელმა შვილები ლისაბონის სკოლაში უკვე ჩარიცხა.

„არავინ რიცხავს შვილებს ლისაბონის სკოლაში და შემდეგ საცხოვრებლად მადრიდში ან სხვა ქალაქში გადადის. რამდენიმე დღეში რონალდუს „სპორტინგში“ ხილვის სიურპრიზი გვექნება“, - თქვა მან CMTV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალურ ფეხბურთშიც დებიუტი ამ კლუბში ჰქონდა. შემდეგ მან „რეალში“, „მანჩესტერსა“ და „რეალში“ ითამაშა.