„როგორც ევროპას, ჩვენც გვაშინებს ისლამური ფუნდამენტალიზმი, ამიტომ არა კომფორტის გამო გჭირდება ევროპასთან ალიანსი, არამედ საერთო ბედ-იღბლის გამო“

„როგორც ევროპას, ჩვენც გვაშინებს ისლამური ფუნდამენტალიზმი, ამიტომ არა კომფორტის გამო გჭირდება ევროპასთან ალიანსი, არამედ საერთო ბედ-იღბლის გამო“

„რუსეთის მიმართ გარკვეული, რბილი დამოკიდებულება ევროპისთვის ტიპურია და ამ ფენაში მოჰყვა ჩემი არაღიარებაც“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ხდება, როგორ ფიქრობთ, საქართველო 2023 წელს შეძლებს, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

- არ მგონია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ ჩვენზე იყოს დამოკიდებული. ანალოგიური პუნქტები უკრაინას და მოლდოვასაც ჰქონდათ, რომელთაც წევრობა მიანიჭეს. ამას დამატებული, მაკრონის განცხადებით გავიგეთ, რომ უკრაინა ევროპაა და საქართველო - არა. ეს ის მაკრონია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, იმ წინადადებით ეწვია, რომ ზელენსკიმ რაღაც დათმოს რუსეთისთვის.

ასე რომ, რუსეთის მიმართ გარკვეული, რბილი დამოკიდებულება ევროპისთვის ტიპურია და ამ ფენაში მოჰყვა ჩემი არაღიარებაც. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს აღიარება მხოლოდ ჩვენზე იყოს დამოკიდებული, შევასრულებთ თუ არა 12-პუნქტიან გეგმას, მით უმეტეს, რომ პუნქტები ბუნდოვანია, მათ შორის დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქციაზე. ამ პუნქტებს ობიექტური კრიტერიუმები ნაკლებად გააჩნია.

გამოდის, რომ რუსეთისთვის მისაცემი ბოლო ლუკმა საქართველოა და სწორედ ამიტომ არ მიანიჭეს მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

- დიახ, ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რომ არ გაეღიზიანებინთ რუსეთი. გათვლა შემთხვევითი არ იყო, რადგან გვახოვს, ზახაროვას ფრაზა: - კანდიდატის მიცემა-არმიცემის საკითხს ყურადღებას მივაქცევთო. ასეთი მუქარით სავსე ფრაზები რუსეთს ძალიან ბევრი აქვს. ის, რომ რუსეთს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეაქცია ექნებოდა, ეს ზახაროვას განცხადებაში გამოჩნდა. შესაძლოა, დასავლეთმა სწორედ ამიტომ მიიჩნია შერბილების ეს ვარიანტი უფრო მისაღებად.

და მაინც, რატომ ჩვენ და არა მაგალითად, მოლდოვა? ვიცით, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია და ეს მისი ერთგვარი წახალისება იყო...

- უკრაინა ომში არის და მოლდოვაც თითქმის ომშია. სასაზღვრო ქვეყანაა, სადაც ლტოლვილების რიცხვი ძალიან დიდია, მაგრამ მაკრონი ამიტომ გავიხსენე - ის მაინც ევროპაა, საქართველო არ არის ევროპა გეოგრაფიულად.

თქვენი აზრით, რამდენად შეიცვლება საქართველოს მოსახლეობაში დასავლური განწყობები?

- ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება და როგორ. მაშინ, როდესაც უკრაინის ხელმძღვანელობამ საქართველოს ომში ჩართვა მოსთხოვა, საქართველოში უკრაინის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უკვე შეიცვალა. ქართველებმა გაყვეს უკრაინის გმირი ხალხი და ხელისუფლება, რომელსაც რაღაცები ეშლება. ასე რომ, შეიძლება ხალხის დამოკიდებულება ბევრი მიზეზით შეიცვალოს.

შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს ამერიკის და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების ელჩების მოქმედებაც საიმისოდ, რომ საზოგადოებაში ორიენტაციებზე იქონიოს გავლენა და ამან შეიძლება ჩვენთანაც გავლენა მოახდინოს, მაგრამ იქამდე კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს.

კონკრეტულად, რა შეიძლება მოხდეს?

- დღეს გერმანულ პრესაში წამოიწია თემამ, რომ უკრაინიდან იაღარი იყიდება, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული შენიშვნები გაჩნდება გერმანიაში. კრიტიკული მოსაზრებები არსებობს ასევე ამერიკულ სინამდვილეშიც, როგორც იარაღთან დაკავშირებით, ისე რუსეთთან კავშირის შესახებ. ამ პროცესებმა შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა ხდება მთლიანად დასავლეთში. შესაძლოა თავად ევროპა აღმოჩნდეს კრიტიკული უკრაინის მიმართ, რამაც დასავლეთის როლი ამ პროცესებში შეიძლება შეამციროს და ამან ქართველების განწყობებზე გავლენა იქონიოს. ქართველი უკრაინას გულშემატკივრობს, როგორც რუსეთთან თავდადებით მებრძოლ ქვეყანას, ისევე როგორც მთელი ევროპა. თუ ეს პირობები შეიცვლება, შეიძლება ჩვენთანაც შეიცვალოს განწყობები, ოღონდ არა კარდინალურად.

თეორიულად რომ დავუშვათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღოთ, რა მოხდება? ქვეყნის საგარეო კურსი როგორ შეიცვლება? ვიცით, საუბარი იყო ნეიტრალიტეტზეც...

- ნეიტრალიტეტი არ გვჭირდება და არც გამოგვადგება. შენ აირჩევ ნეიტრლიტეტს და რუსი ტანკებს დაქოქავს. ჩვენ ევროპისკენ სიარული გვჭირდება, ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ და ევროპას გვაქვს ერთი და იგივე ინტერესები, ორივესთვის მიუღებელია რუსეთის აგრესიულობა. როგორც ევროპას, ჩვენც გვაშინებს ისლამური ფუნდამენტალიზმი, ამიტომ არა კომფორტის გამო გჭირდება ევროპასთან ალიანსი, არამედ საერთო ბედ-იღბლის გამო.

DDDzia Мдааа, и действительно - старость на в радость.

ქართულად უფრო ლაკონურია - ბერდებოდა და ---ოდაო.
1 წლის უკან