„პრაქტიკულად, მიდის ღია კონფრონტაცია - კონფრონტაცია შეიძლება იყოს, ოღონდ კულუარული“

„პრაქტიკულად, მიდის ღია კონფრონტაცია - კონფრონტაცია შეიძლება იყოს, ოღონდ კულუარული“

უკრაინის ხელისუფლების შემდეგ, საქართველოს ანდრეი კასიანოვი საყვედურობს. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება. უკრაინელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა თავდაცვის მიმართულებით პრაქტიკულ თანამშრომლობაში, თუმცა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, პირველი შემთხვევაა, როდესაც კასიანოვმა ასეთი ფრაზის თქმის უფლება მისცა თავის თავს ისე, რომ არ ახსნა, რას გულისხმობდა.

for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

უკრაინის ოფიციალური პირების შედეგ, საქართველოს პრეტენზიას უყენებს ანდრეი კასიანოვი. როგორც დიპლომატი აცხადებს, ჰქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, რაც მისი თქმით, სამწუხაროდ, არ ხდება. ბატონო მამუკა, რას ნიშნავს ეფექტური დახმარება, რაზეც დიპლომატი საყვედურობს საქართველოს ხელისუფლებას?

მამუკა არეშიძე: არ მესმის კასიანივის ეს ნათქვამი იმიტომ, რომ ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს. რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლადო. როგორც ჩანს, კიევიდან, შესაბამისი ჩინოვნიკების მხრიდან საყვედური მიიღო და შინაარსიც შეცვალა. კასიანოვის ეს განცხადება ძალიან გავს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკის განცხადების სტილს, როდესაც რაღაცას ამბობენ და არ ხსნიან. მაგალითად, ასეთი სტილი აქვს არახამიას. საერთოდ ვერ ვხვდები უკრაინელებს რატომ აქვთ ასეთი განსაკუთრებული პრეტენზია ჩვენს მიმართ, რას ელოდებოდნენ ამისთანა განსაკუთრებულს, გარდა იმისა, რომ ომში ჩავრთულიყავით. მაშინ თქვან პირდაპირ, რომ ომში უნდა ჩართულიყავითო!

თუ გადავხედავთ უკრაინის ხელისუფლების წევრების განცხადებას, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს საომარი მოქმედება აფახაზეთში და სამხრეთ ოსეთში...

- რა თქმა უნდა, უკრაინელი ჩინოვნიკები ღიად ამბობენ ამის თაობაზე, მაგრამ უკრაინელ დიპლომატებს ჯერ არ უთქვამთ. პირველი შემთხვევაა, როდესაც კასიანოვმა ასეთი ფრაზის თქმის უფლება მისცა თავის თავს ისე, რომ არ ახსნა, რას გულისხმობდა. გვახსოვს დანიელმა პირდაპირ თქვა, რომ კარგი იქნება, თუ მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოშიო.

ბუნებრივია ჩანდება კითხვა, რატომ ეგონათ, რომ საქართველო ომს დაიწყებდა, რა მოცემულობა იყო ასეთი?

- ეჭვი მეპარება, რომ ეს მათი ნააზრევი იყოს. მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო საერთო მიდგომა, ვიღაცა დაჰპირდა მათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ვინ არის ეს ვიღაცა, ქართველია, ამერიკელია თუ ფრანგია, მე არ ვიცი.

შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერის პოზიციამ გაათამამა უკრაინის ხელისუფლება?

- კატეგორიული ვარ ერთ რამეში და ვერ დავეთანხმები ვერც ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს და ვერც სხვას. გინდა თუ არა ომი დაიწყეთ - მიმაჩნია, რომ ეს არაა საერთო დასავლური მიდგომა. მაგრამ ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსის პოზიცია ნამდვილად არის, ისევე როგორც ცალკელული რუსი ჩინოვნიკების პოზიცია იყო საქართველოშიც მომხდარიყო ექსცესი და მათი განცხადებით მოესუფთავებინათ საქართველო და მოლდოვა, ანუ მოესუფთავებინათ პოსტსაბჭოთა სივრცე. კიდევ ერთხელ, ასეთი ცალკეული პოზიცია იყო და გეგმაც კი არსებობდა.

ამ გლობალური დაპირისპირების ფონზე, როდესაც დასავლეთშიც არ არის ერთიანი პოზიცია, შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ?

- შეიძლება შემცირდა ეს საფრთხე, მაგრამ რასაკვირველია, ბეწვის ხიდზე გავდივართ. დასავლეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აღსაქმელად ძალიან ხისტია. ოპოზიცია როგორ იქცევა, ესეც ნათელია. აქედან გამომდინარე, საერთოდ, ჩვენ ვართ ბეწვის ხიდის რეჟიმში. მე ვთვლი, რომ ომის საშიშროებამ მეტ-ნაკლებად გადაირა, მაგრამ სამოქალაქო დაპისიპირების საფრთხე მაღალია, რომელსაც ხელის შემწყობი ფიგურანტები ჰყავს ბარიკადების სხვადასხვა მხარეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთს აწყობს მუდმივი ქაოსი საქართველოში. დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილს კი სხვა ტიპის ხელისუფლება აწყობს.

მაგალითად, როგორი ტიპის ხელისუფლება?

- ისეთი, რომელიც ბევრად უფრო მოქნილი იქნება და ლოიალური დასავლეთის მითითებების მიმართ. მართალი გითხრათ, არც სააკაშვილის ხელისუფლება აწყობთ, რომელმაც თავის დროზე ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, მაგრამ ისეთი ხელისუფლება აწყობთ, რომელიც იქნება ბევრად უფრო დამთმობი, დამჯერი. არის თუ ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელზეც ფსონს დადებს დასავლეთი, ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება, რომელიც ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს და ყველას დამჯერი იქნება.

გავიხსენოთ საქართველოს ისტორია - ან უნდა სტამბულის დამჯერი ვყოფილიყავით, ან თეირანის, ან კიდევ პეტერბურგის. რადგან არსებობს ეს მოცემულობა, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ყოველთვის არსებობს. დონორები ყოველთვის გამოჩნდება. მახსენდება 2002 წელი და მახსენდება ცნობილი შეხვედრა ბელგრადში, რომელშიც საქართველოდან ოთხი პოლიტიკური პარტიის ლიდერი მონაწილეობდა. იმ შეხვედრაზე პირდაპირ იყო შეთავაზებული გეგმა - ჩვენ გვინდა მორჩილი საქართველო და ჰკითხეს, რომელი ხართ ამის გამკეთებელიო? ოთხიდან სამმა უარი თქვა, ერთმა, ვინც თანხმობა განაცხადა, გააკეთა კიდევაც.

დაახლოებით ასეთ სურთს ვხედავ ახლაც, რომ ასეთი ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოში, რაც საქართველსთვის დღევანდელ ვითარებაში იქნება აბსოლუტურად დამღუპველი. არ მომწონს ის, რა დაპირისპირებაც არის საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის, არ მომწონს რა დაპირისპირებაც არის ქართულ პოლიტიკური ელიტის შეიგნით, საერთოდ არ მომწონს რადიკალური ოპოზიციის საქციელი, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მაინც უარყოფითად მუშაობს ქვეყანაზე. მოკლედ, საქართველოს მტრებმა შეძლეს იმის გაკეთება, რომ საქართველოში იყოს მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა. ომში იქნება ჩართული საქართველო, თუ არა, ამას დღევანდელი მოცემულობიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გეოპოლიტიკური ცვლილების პროცესში, როდესაც ქვეყანა მუდმივი შინაგანი დაპირისპირების რეჟიმშია, ეს არის უაღრესად ცუდი მოცემულობა.

ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკას, რომელსაც ვაკვირდებით, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს?

- არ მიმაჩნია სწორად. ასეთი ფორმის დიპლომატიური ენა ჩემთვის მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის არის წამგებიანი. მიუხედავად იმისა, რომ აზრი, რაც არის ჩადებული, მესმის, მაგრამ გამოთქმის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკულად, მიდის ღია კონფრონტაცია - კონფრონტაცია შეიძლება იყოს, ოღონდ კულუარული. ერთმანეთში შეიძლება ილაპარაკონ, საყვედურიც შეიძლება მოისმინონ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დიპლომატებმა, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა არ არის კარგი.

თან, სულ არის აპელირება იმაზე, რომ ეს რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა მხარე ამას ამბობს და თუ იცი, მაშინ გაჩერდი, რა. მე მგონია, რომ შეიძლებოდა ამ ბრძოლის, თუ რასაკვირველია, ამას ბრძოლას დავარქმევთ, სხვა ფორმით მართვა. შეიძლებოდა ამ ამბის გარკვევა სხვადასხვა ფორმით, შეხვედრების მოწყობა გავლენის ჯგუფებთან და გარკვევა ამ სიტუაციის. ყველაფრის თქმა მე არ შემიძლია, მაგრამ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ დიპლომატიაში ამინდის შექმნა.

trampi მგელი მგლობასა არ მოიშლის......არასაოდეს
არ გათეთრდება ყორანიაო .....არასოდეს
ვინც ფიქრობს რომ დაგნარი მოსამართლესთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოიქცა--იქცევა....../მსუბუქად რომ ვთქვათ დურაკია!!!!!!!!!!
გინდ აღიარეთ, გინდა არა --------------------------ეგ არის ამერიკის სახელმწიფოს დამოკიდებულება მეცხრე ხარისხოვანი კოლონიის მიმართ!!!
არასოდეს, არასოდეს, ამერიკა ჩვენ როგორც ნორმალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შემოგვხედავს არც მოგვექცევა...
და არც გვთვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.......ჩვენ მათთვის ვართ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პატარა ჭანჭიკი.............ანუ რუსის ტრაკში საჭირო ეკალი
ეგ არის და ეგ
ჩვენ ვართ მათთვის მხოლოდ მეცხრეხარისხოვანი კოლონია !!!!
მაგათ ინდიელებიდან დაწყებული დაჟე სიტყვა მეგობრის მნიშვნელობაც კი საერთოდ არ იციან. მეგობარი მაგათ არ ყოლიათ და მეგობრის მნიშვნელობა როგორღა ეცოდინებათ?
ქვეყანა რომელმაც მონათმფლობელობა გუშინ-- გუშინწინ გააუქმა(1861) და 1968 წლებამდე ზანგებს პირუტყვებივით ეპყრობოდა, მაგათგან კაის რას ელით ??
მაგათ მხოლოდ იციან სიტყვა კოლონია--- ვასალი!!!
აი ვასალები კი მაგათ ხარისხის მიხედვით ყავთ დაყოფილები.....
არიან პირველხარისხოვანი ვასალები...ისრაელი, გერმანია საფრანგეთი და ...... ესეთები
მეორე ხარისხოვანი ვასალები....ვისაც ნავთობი აქვს
მესამე ხარისხოვანი ....ჩილე ბრაზილია და ა.შ.
მერე კოლონიები ...და ა.შ
(ხარისხები თქვენ დაალაგეთ)
ხოოდა ჩვენ მაგ სიაში ვართ მეცხრე ხარისხოვანი კოლონია.... დაჟე ვასალებიც კი არა
ჰოოდა აბა რატომ გიკვირთ მაგ ლენჩი დაგნარის საქციელი? მასე მარტო პირადად დაგნარი კი არ მოგვექცა--გვექცევა, არამედ ეგ არის ამერიკის
სახელმწიფოს საქციელ--დამოკიდებულება ჩვენს მიმართ...
მით უმეტეს რომ ამერიკას ჩვენზე დიდი ფული აქვს დახარჯული და როგორ გგონიათ მუქთაზე დაგვახარჯაა??
...ან სამაგიეროს არ მოგვთხოვეენ??
ვერ დაინახეთ გუშინ ამერიკაში სალივანია თუ ვიღაც უტვინო შიხტა--კიკოლა პრესკონფერენციაზე რომ წამოგვაძახა---- 6 მილიარდი გვაქვს თქვენზე დახარჯულიო? მერე რააა ეგ ფულები მიშამ რომ შეჭამა და ნახევარი კიდევ ჩვენ წავიღეთ ატკატებში, ეგ ფული მაინც საქართველოს დაეწერა
და მაინც გადახდა უნდა ვალსაო....................მუქთა ყველი მარტო სათაგურშიაო და ა.შ
მოკლედ ნუ ატრაკებთ, წყნარად იყავითო........... წამო იომეთო....(ეს ჩემი მოთარგმნილია)
ადრეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ......
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
არ ადებენ დეგნარის და ამერიკის ჩათლახობებს თითს და არ ამბობენ, რომ ეს ყველა ჩათლახობები, რაც აქ ხდება იმათი ხელშეწყობით ხდება და ჩვენი ომში ჩართრევაც ამერიკას უნდა. ერიდებათ და მორცხვობენ (ზაზა შათირიშვილმა ხომ აჯახათ პირდაპირ)
ჰოოოდა არ ეტყვიან და ................................ისინი უარეს გვიზამენ......
ისე კი ბოლო ხანებში (რაც ამერიკელები ბიძოს შეეხენ) ღარიბაშვილი კობახიძე და დანარჩენებიც შედარებით კარგად იქცევიან, ვინუჟდენზე ,,გამამაცდნენ,,
ისე კი................ ძალიან, ძალაინ მჯერა, რომ ამ ომიდან ყველაფერის მიუხედავად ჩვენ მაინც გამარჯვებულები გამოვალთ და ამერიკელებსაც სიქტიმი მოუვათ....
ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან, მეშვიდეები!!!!
რომ უკვე მაგათი ჟამი მოსულია და სულ ტყუილად ფართხალებენ......პირიქით რაც უფრო ძაან იფართხალებენ, უფრო ძაან გაიჭედებიან ისტორიის ხაფანგში......დიდი დრო აღარ ააქვთ დარჩენილი..... ი
1 წლის უკან
trampi ბ-ნო მამუკა
საქართველოში რომ სულ ქაოსი იყოს და საქართველო როგორც ნორმალური ქვეყანა ვერ შესდგეს, ეს გასაგებია--- რუსეთს აწყობს, მაგრამ ვერ გამიგია ---- რაში უნდა აწობდეს რუსეთს საქართველოს ომში ჩართვა??
ამერიკას რომ რუსეთის კიდევ ერთი პრობლემა, ძალიან აწყობს გასაგებია, მაგრამ რუსეთს რაში აწყობს საქართველოს ომში ჩართვა, მაგას უბრალოდ ვერ ვიგებ. ვთქვათ და საქართველომ ომი გაუბედოს რუსეთს, რუსეთი ხომ მეორე დღესვე(ჰააა ერთ კვირაში) გადაგვივლ--გადმოგვივლის??..ამის დამნახავი თურქეთიც ხომ დვიჟენიებს დაიწყებს აჭარის მიმართ? იქით ყარაბახის ამბები განახლდება ...მერე მაგ ყარაბახზე (და აჭარაზეც) თურქეთი ჩაერევა, მაქედან გამომდინარე მერე ალბათ თურქეთ რუსეთის ამბები დაიძაბება, შეიძლება გაისროლონ კიდეც ....
მერე შეიძლება მთელ კავკასიას ცეცხლი მოედოს
იქით უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი ......... იქაურობის აყირავებას ამერიკელები ისედაც ცდილობენ-ააყირავებენ ...... მოკლედ მთელ სამხრეთ საზღვარზე რუსეთს ცეცხლი წაეკიდება--- წაუკიდებენ.
მერე ეს რაში უნდა აწყობდეს რუსეთს?? ამერიკას გასაგებია---- მაგრამ რუსეთს???
1 წლის უკან