„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა „ბოდიო გლიმტის“ ნორვეგიელ თავდამსხმელ ოლა სოლბაკენთან აწარმოებს მოლაპარაკებას - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და 23 წლის სოლბაკენი ნეაპოლურ კლუბში 2023 წლის იანვარში გადავა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ოლას „ბოდიო გლიმტთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება და ფეხბურთელი დიდი ალბათობით მას აღარ გააგრძელებს.