მსოფლიოს უხუცესი ხვადი გიგანტური პანდა გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი ხვადი გიგანტური პანდა გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ხვადი გიგანტური პანდა ან ანი 35 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ჰონგ კონგში, თემატურ პარკში ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუარესდა. ან ანი საკვების მცირე რაოდენობას მოიხმარდა, ბოლოს კი ჭამა საერთოდ შეწყვიტა. ვეტერინარების თქმით, პანდის სიცოცხლის 35 წელი ადამიანის 105 წლის ეკვივალენტია.

„ან ანი ჩვენი ოჯახის შეუცვლელი წევრი იყო და პარკის განუყოფელი ნაწილი გახდა. მან ძლიერი მეგობრობა დაამყარა, როგორც ადგილობრივებთან, ასევე ტურისტებთან. „ოუშენ პარკი“ მისი დაკარგვის გამო მწუხარებას გამოთქვამს“, - აღნიშნულია პარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.