„უკრაინას რუსეთი ისედაც გადაყლაპავდა, რადგან უკრაინის ჩინოვნიკთა ნახევარი მენტალობით ისედაც რუსი იყო... ახლა რუსეთი აღარ იქნება, უკრაინაში ამერიკელები იქნებიან“

„უკრაინას რუსეთი ისედაც გადაყლაპავდა, რადგან უკრაინის ჩინოვნიკთა ნახევარი მენტალობით ისედაც რუსი იყო... ახლა რუსეთი აღარ იქნება, უკრაინაში ამერიკელები იქნებიან“

ღალატის 651 საქმე უკრაინაში, რასაც საკადრო წმენდა მოჰყვა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თანამდებობა დაატოვებინა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და გენერალურ პროკურორს. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ღალატისა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები გამოიკვეთა. ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, დაფიქსირებულია მათი კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან.

რა ეტაპზე გადადის უკრაინა? მიაღწევს თუ არა კოლოსალურ მასშტაბს უკრაინაში გამოვლენილ მოღალატეთა რაოდენობა? და, თუ ქვეყანაში მართლაც ამდენი მოღალატეა, როგორ უნდა მოიგოს უკრაინამ ეს ომი?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ თავისი გადასახედიდან პუტინმა რაც კარგი გააკეთა რუსეთისთვის, ყველაფერს წყალი გადაასხა უკრაინაში შეჭრით. უკრაინას რუსეთი ისედაც გადაყლაპავდა, რადგან უკრაინის ჩინოვნიკთა ნახევარი მენტალობით ისედაც რუსი იყო. მათ არ სჭირდებოდათ „დავერბოვკება“, ფულის მიცემა, მათ მიაჩნდათ, რომ უკრაინა ისედაც რუსეთი იყო, ახლა კი რუსეთი აღარ იქნება, უკრაინაში ამერიკელები იქნებიან.

„ზელენსკიმ ისიც თქვა, ახლა მათთვის დრო არ მაქვს, მაგრამ ყველა მოღალატე დაისჯებაო. ამ ადამიანებმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცეს რუსებს. მახსოვს, თავის დროზე 7 მილიონის ღირებულების დასავლური წყალქვეშა ტექნიკა უკრაინელებმა მოიპარეს და 700 ათას დოლარად გაყიდეს, მიჰყიდეს რუსებს. ეს ზელენსკიმდე ხდებოდა. დღესაც ნახევარი უკრაინა რუსი აგენტებია, მეორე ნახევარი არიან მექრთამეები, კორუფციონერები“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, ამდენი მოღალატის ფონზე როგორ მოიგებს ომს უკრაინა, აღნიშნა, რომ უკრაინა თუ დამარცხდა, ეს მაინც არ იქნება რუსეთის გამარჯვება.

სოსო ცინცაძის აზრით, რუსეთი უკვე დამარცხებულია გეოპოლიტიკურ ჭრილში. პუტინი როცა თავის პესკოვებიანად, ამტკიცებდა, რომ სიგიჟე იქნება უკრაინაში შეჭრაო, მაინც ასე დაუფიქრებლად მოიქცა. პოლიტოლოგს აინტერესებს, რისთვის დაიწყო პუტინმა ეს ომი? ნატო რომ დაბრუნებოდა 57 წლის საზღვრებს, 57 წელს ნატოს წევრი არ ყოფილა აღმოსავლეთ ევროპის არც ერთი ქვეყანა. იქ უნდოდა პუტინს საზღვრების გადაწევა, მაგრამ მიიღო ის, რომ 1300-კილომეტრიანი გაუხდა საზღვარი ნატოსთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში არიან უმცირესობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, რუსეთთან ფარულად ან პირდაპირ თანამშრომლობენ. პირდაპირ თანამშრომლობაში იგულისხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენლები, თუნდაც იმავე ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში და ა.შ. ნიკა ჩიტაძის თქმით, ყველა ეს ადამიანი ეწევა სახელმწიფოს ღალატს. რაც შეეხება გენპროკურორის გათავისუფლებას, ეს შეიძლება არ იყოს დაკავშირებული სახელმწიფო ღალატთან, უბრალოდ, შეიძლება მოხდა გარკვეული კომპეტენციის დაკმაყოფილება.

აისახება თუ არა ამდენი მოღალატის გამოვლენა ომზე? ამასთან დაკავშირებით ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ არ აისახება, რადგან მოღალატეები ყოველ დროში ყველგან მოიძებნებიან.

„როდესაც ნაცისტური გერმანია იპყრობდა გარკვეულ ქვეყნებს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ. საფრანგეთში იყო ვიშის მთავრობა, რომელიც თანამშრომლობდა გერმანელებთან. ან კიდევ, როდესაც საბჭოთა კავშირმა მოახდინა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იქ იყვნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობდნენ და საბჭოთა პოლიტიკას ატარებდნენ. უკრაინაში ასეთი მოღალატეები აბსოლუტურ უმცირესობაში არიან, აბსოლუტური უმრავლესობა კი დაირაზმა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

 

 

ლაზი ბზეჟინსკი წაიკითხოს ჩიტაძემ და მიხვდება, რაც ხდება და რატომ ხდება. ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის მაგალითებს სხვა ქვეყნებში რომ ეძებს, უკრაინა არ გაახსენდა?
1 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი გაამერიკელებული რუსი დაღლევებული კუტუ, ანუ უკრაინელია. :)
1 წლის უკან