„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა „ბაიერნში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური და გერმანული მედია წერს.
23 წლის ნიგერიელს ბავარიელები რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მიიჩნევენ და მზად არიან ნეაპოლელებს პირველი შეთავაზება გაუკეთონ, რომლის დეტალები უცნობია.
თუმცა, ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 100 მილიონ ევროდ აფასებს. მხარეებმა შესაძლოა მოლაპარაკებები გააქტიურონ.
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 62 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ნიგერიელი „ვოლფსბურგის“, „შარლერუასა“ და „ლილის“ რიგებში ირჯებოდა.