„იუვენტუსის“ მცველი, მატიას დე ლიხტი, მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მხარეებმა უკვე შეათანხმეს 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის წვრილმანები. ხელშეკრულებას თავად ნიდერლანდელმაც მოაწერა ხელი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, დღეს, 19 ივლისს, დე ლიხტი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბავარიულ კლუბს შეუერთდება, რომელიც წინასასეზონოდ შეკრებაზე აშშ-ში იმყოფება.
დე ლიხტი „აიაქსიდან“ „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა 85,5 მილიონ ევროდ.