სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურში მოხვდა

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურში მოხვდა

„მილუოკი ბაქსის“ ქართველი ჩოგბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მამუკელაშვილის გარდა, სიმბოლურში ტარი ისონი („ჰიუსტონი“), ქვენტინ გრიმსი („ნიუ იორკ ნიქსი“), კიგან მური („საკრამენტო კინგსი“) და ქემ თომასი („ბრუკლინ ნეტსი“) მოხვდნენ.

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც შედეგიანად ითამაშა. მან 28, 19, 18, 17 ქულის დაგროვება მოახერხა, მხოლოდ ბოლო შეხვედრა ჩაუვარდა, რომელშიც ოდენ 3 ქულა ჩააგდო, თუმცა 9 მოხსნაც მიითვალა.