კრის ჰემსვორტის ცოლი თვლის, რომ მსახიობი თორი 4-ისთვის ზედმეტად დაიკუნთა

კრის ჰემსვორტის ცოლი თვლის, რომ მსახიობი თორი 4-ისთვის ზედმეტად დაიკუნთა

იუმორი, ჯადოსნური ურო და... კუნთები — თორი მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი პერსონაჟია, რომელსაც მსახიობი კრის ჰემსვორტი განასახიერებს. ფილმებში კრის ჰემსვორტის კუნთები არავის უკვირს, თუმცა Thor: Love and Thunder-ში კრისმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

კრისის თქმით, ახალ ფილმში იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მან ამის მიზეზად პანდემიაში მოწყენილობა დაასახელა. მისი თქმით, დრო ვარჯიშით გაჰყავდა:

"მოწყენილობის ბრალია. კოვიდპანდემიის ლოქდაუნში ყოფნა ციხეში ჯდომას ჰგავდა. ვვარჯიშობდი, ვჭამდი, ვვარჯიშობდი, ვჭამდი. სხვას არაფერს ვაკეთებდი", — განაცხადა კრისმა.

მისი თქმით, კაცმა მეგობრებმა შეაქეს, თუმცა მისი ცოლი და ქალი მეგობრები სხვაგვარად ფიქრობდნენ. "ზედმეტი მოგივიდა", — უთქვამს კრისის ცოლს, ელსა პატაკის ქმრისთვის.

Thor: Love and Thunder თორის მეოთხე ფილმია, რომელიც 2022 წლის ივლისში გამოვიდა. კრის ჰემსვორტთან ერთად ფილმში ნატალი პორტმანიც მონაწილეობს, რომელიც ჯეინ ფოსტერის როლს დაუბრუნდა.