კერძო თვითმფრინავით 3-წუთიანი ფრენისთვის კაილი ჯენერს გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ

კერძო თვითმფრინავით 3-წუთიანი ფრენისთვის კაილი ჯენერს გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ

თვე არ გავა ისე, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ერთი წევრი მაინც არ აღმოჩნდეს საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში და ხშირად — დამსახურებულადაც. ამჯერად კაილი ჯენერის ჯერია. კაილის გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ და კრიმინალს უწოდებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც აღმოჩნდა, კაილი უმცირეს მანძილზე მანქანის ნაცვლად თვითმფრინავით მოგზაურობს.

ყველაფერი კაილის პოსტით დაიწყო, რომელზეც ის პარტნიორთან ერთად ორი თვითმფრინავის ფონზე პოზირებს. "ჩემით წავიდეთ თუ შენით?" — ვკითხულობთ აღწერაში. ამ ფოტომ საზოგადოების კრიტიკა მალევე გამოიწვია, რადგან კრიტიკოსთა თქმით, კაილის ეტყობა, რომ კლიმატის მძიმე მდგომარეობა არ ადარდებს. თუმცა ეს საზოგადოების უკმაყოფილების მხოლოდ დასაწყისი იყო.

ტვიტერზე Celebrity Jets-მა, რომელიც ცნობილი ადამიანების მიერ პირადი თვითმფრინავით გადაადგილებასა და გარემოსადმი მიყენებულ ზიანს იკვლევს, გამოაქვეყნა კაილის თვითმფრინავის მარშრუტი. როგორც აღმოჩნდა, კაილიმ თვითმფრინავი 3-წუთიანი მგზავრობისთვის გამოიყენა, როცა შეეძლო, დანიშნულების ადგილას მანქანით 40 წუთში ჩასულიყო.

Celebrity Jets-ის მონაცემების მიხედვით, კაილი თვითმფრინავს 15 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენებისთვის ხშირად იყენებენ. კაილის კომფორტი კი გარემოსთვის სავალალო შედეგების მომტანია.

ეს საზოგადოების ნაწილისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და მათ უკმაყოფილება ინტერნეტში გამოხატეს. მათი თქმით, თავად ყოველდღიურ ცხოვრებაში უარს ამბობენ უამრავ რამეზე, რათა მცირე წვლილი მაინც შეიტანონ გარემოს გადარჩენაში მაშინ, როცა კაილი და სხვა ვარსკვლავები უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

"ადამიანების 80%-ს თვითმფრინავით არასდროს უმგზავრია, კაილისთვის კი 10-წუთიანი ფრენები ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა კვირაში 30-წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის 5 ფრენა შეასრულა. მათგან ერთი 3-წუთიანი იყო. 10-წუთიანი ფრენისთვის მისი ნახშირბადის ნაკვალევი სხვა ადამიანების 1-წლიან მაჩვენებელზე მეტია"

"კაილი ჯენერი — კლიმატის სრულგანაკვეთიანი კრიმინალი. ამ თვითმფრინავებისთვის აფრენის ნება არ უნდა მიეცათ"

"ეს ძალიან დეპრესიულია იმის გათვალისწინებით, რომ რიგით ადამიანებს ყოველთვის გვთხოვენ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ჩვენი ჩვევების შეცვლას მაშინ, როცა მდიდარ ადამიანებს ყოველდღიურად აქვთ გარემოს დაბინძურების უფლება"

კაილის კრიტიკის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.