"იუვენტუსი" და "ბაიერნი" დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

მატაის დე ლიხტის და ტურინის „იუვენტუსის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. რომეო აგრესტის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნთან“ შეთანხმება შედგა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ორივე კლუბმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და დე ლიხტი მიუნხენში გადავა, ხოლო ტურინელები 80 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებენ.

ამრიგად, სამი წლის შემდეგ ნიდერლანდელი „იუვეში“ აღარ ითამაშებს. დე ლიხტმა 2019 წლიდან დღემდე „იუვენტუსის“ რიგებში 117-ჯერ ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.