აშშ-ში ჩაყვანილი კატა პატრონს გაექცა და 3 თვე აეროპორტში იცხოვრა

აშშ-ში ჩაყვანილი კატა პატრონს გაექცა და 3 თვე აეროპორტში იცხოვრა

გერმანიიდან აშშ-ში, ბოსტონის აეროპორტში ჩაყვანილი კატა, სახელად როუდი, პატრონს გაექცა და, 3 კვირის განმავლობაში, აეროპორტის ტერიტორიაზე ისე იცხოვრა, რომ ვერავინ დაიჭირა.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში, კატის დაჭერას ცდილობდა ყველა - დაწყებული აეროპორტში მომუშავე მუშებით და დასრულებული - მომსახურე პერსონალით. თანამშრომლებმა ვიდეოხაფანგებიც კი დაამონტაჟეს. კადრებში კატა რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა, მისი დაჭერა მაინც ვერ მოხერხდა. გარდა კამერებისა, აეროპორტში ცხოველების უსაფრთხოდ დაჭერისთვის შექმნილი ხაფანგებიც დადგეს. ესეც უშედეგო აღმოჩნდა.

საბოლოოდ, კატა დანებდა. აეროპორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ცხოველმა მათ თავად მისცა დაჭერის უფლება, ვინაიდან დაიღალა და მოშივდა.

როუდი პატრონს უკვე დაუბრუნეს.