თეა თუთბერიძე პოლიციას დაცვას სთხოვს

თეა თუთბერიძე პოლიციას დაცვას სთხოვს

„თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე პოლიციას თავდამსხმელებისგან დაცვას სთხოვს. თუმცა, ჯერჯერობით მასზე თავდასხმის მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი.

თუთბერიძემ დახმარებისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციას მიმართა, სადაც 20 ოქტომბერს დაკითხეს.

ამასთან, მან სამართალდამცავებს წარუდგინა მუქარის წერილები, რომელსაც სოციალურ ინტერნეტგვერდ „Facebook”-ის ფოსტით იღებს.

"Facebook”-ზე მომდის მუქარის წერილები, რომლებშიც ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებიან. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. შემდეგ უკვე სამსახურთან, ღამის სამ საათამდე ჩემს გასვლას ელოდებოდნენ უცნობი პირები, რის შემდეგაც მირჩიეს, პოლიციისთვის მიმემართა", - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი განმარტებით, მუქარა უკავშირდება მის  მიერ გაკეთებულ განცხადებას პატრიარქზე და იმ ვიდეოკლიპებს, რომელიც მან თავის „საიტზე“ განათავსა.