კალიდუ კულიბალი ლონდონის „ჩელსიში“ ითამაშებს. ტრანსფერი ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
სენეგალელმა ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება. „ნაპოლიმ“ 31 წლის მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო.
კალიდუ კულიბალიმ კარიერა ფრანგულ „მეცში“ დაიწყო, შემდეგ ბელგიურ „გენკში“ ითამაშა, ხოლო ნეაპოლელთა რიგებში 2014 წლიდან ირჯებოდა და 317 მატჩში 14 გოლი გაიტანა.