იტალიელი ფეხბურთელი:

იტალიელი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ინსინიეს მემკვიდრე არაა, ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ტელეკომპანია Rai-ს საფეხბურთო ექსპერტმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან სერია A-ზე დაუყოვნებლივი გავლენის მოხდენას ელოდება.

„ქართველი იმ ახალ სახეებს შორისაა, რომელთაც სერია A-ში დიდი სტატუსი არ აქვთ, მაგრამ რომლისგანაც ველოდები დაუყოვნებლივი გავლენის მოხდენას ჩვენს ჩემპიონატზე. მას თამაშის თანდაყოლილი გრძნობა აქვს.

მას შეუძლია გუნდისთვის თავგანწირვა, სირბილი, პრესინგი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყურება მაშინაა სასიამოვნო, როცა ბურთი ფეხებში აქვს. ნეაპოლში ბევრს მიაჩნია, რომ ის უბრალოდ მარცხენა ფლანგზე ინსინიეს მემკვიდრედ ჩამოვიდა. რეალურად, ქართველი განსხვავებული მოთამაშეა, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება იცის, ნაკლებად დამოკიდებულია კონკრეტულ პოზიციაზეა, იმდენად, რამდენადაც ნაკრებში ხშირად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და სხვათა შორის ბევრ გოლს იტანს. საფეხბურთო თვალსაზრისით ჭკვიანია, ისევე როგორც ძალიან ნიჭიერია“, - თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, რომ დანიელე ადანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ბრეშას“, „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა, ახლა კი საფეხბურთო მიმომხილველია.