სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა

სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ორივე უწყებასთან დაკავშირებას და ოფიციალური განმარტებების მოპოვებას უკვე რამდენიმე საათია, ცდილობს. შესაბამისად, უცნობია, თუ სად ჰყავთ სოსო გოგაშვილი გადაყვანილი, ან რა მუხლით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ გამოძიება.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.