უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

ხოლო მათ, ვინც არ შეასრულებს რეკომენდაციას, საელჩო სთხოვს, მოერიდონ ხალხის მასობრივ შეკრებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან "ისინი შეიძლება გახდნენ რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები." ეს არის აშშ-ის საელჩოს პირველი ასეთი განცხადება ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, კიევში აშშ-ის საელჩომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ათობით საელჩომ, უსაფრთხოების მიზნით მუშაობა შეწყვიტა. დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა უმრავლესობა უკრაინიდან გაიყვანეს.

მაისის შუა რიცხვებში ამერიკის საელჩომ უკრაინაში მუშაობა კვლავ განაახლა.