შალვა პაპუაშვილი: როგორც იქცევიან: „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროცესის არა ბოიკოტი, არამედ - საბოტაჟი

შალვა პაპუაშვილი: როგორც იქცევიან: „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროცესის არა ბოიკოტი, არამედ - საბოტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟში ადანაშაულებს.

„როგორც იქცევიან: „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროცესის არა ბოიკოტი, არამედ - საბოტაჟი, ვინაიდან ბოიკოტი გულისხმობს, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში ჯგუფი არ ერთვება პროცესში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.