კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის, - ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარახელიას პრესკონფერენციის შეფასებისას წერს.
„ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდამ გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა.
პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ნეტავ არ ეკითხათ. „ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის “დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი"
კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის“,- წერს მაქარაშვილი Facebook-ზე.