სოზარ სუბარი: როდესაც მოსამართლეები იწყებენ სიმართლის ლაპარაკს იმ ზეწოლაზე, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი, ეს არის გაბედულება და კიდევ ერთი გადადაგმული ნაბიჯი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ

ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიის საფუძველია. სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, იქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე და როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანა იმართება კონსტიტუციით და კანონით, აქ პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გარანტი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ვერავინ ვერ ჩაერევა. „ამიტომაც, როდესაც მოსამართლეები იწყებენ სიმართლის ლაპარაკს იმ ზეწოლაზე, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი, ეს არის გაბედულება, ძალიან კარგი და კიდევ ერთი გადადაგმული ნაბიჯი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ“, - განაცხადა სუბარმა.