მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: აშშ-ის საელჩომ ბრძანოს, გადაწყვეტილება ჩემს მიმართ არის სანქცია, თუ - არა? სამწუხაროდ, საელჩო დუმს

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: აშშ-ის საელჩომ ბრძანოს, გადაწყვეტილება ჩემს მიმართ არის სანქცია, თუ - არა? სამწუხაროდ, საელჩო დუმს

სამწუხაროდ, საელჩო დუმს. ყოველ შემთხვევაში, პასუხი ჩემს შეკითხვაზე ამ დროის განმავლობაში მე არ მომისმენია. ეს იწვევს რას? - მუდმივად გრძელდება ბულინგი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოსგან იგი პასუხსა და განმარტებებს ელოდება, რატომ მოხდა ამერიკაში მისი ვიზიტის გაუქმება.

„კონკრეტულ მოქმედებას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ესაა ჩემი შეფასება. საელჩომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, საელჩომ ბრძანოს ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ არის სანქცია, თუ არ არის სანქცია. ყოველ შემთხვევაში სპეკულაციებს წერტილი დაესმება. გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. თუ ეს სანქცია არ არის, ეყოთ გამბედაობა და თქვან, არ არის პრობლემა! სამწუხაროდ, საელჩო დუმს. ყოველ შემთხვევაში პასუხი ჩემს შეკითხვაზე ამ დროის განმავლობაში მე არ მომისმენია. ეს იწვევს რას? - მუდმივად გრძელდება ბულინგი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება არავის წაკითხული არ აქვს და საუბარია იმაზე, რატომ მივიღე გამამტყუნებელი ვერდიქტი, მათ შორის, რატომ გამოვიყენე საპატიმრო ღონისძიება სასჯელის სახით, ვფიქრობ, ეს მოსამართლის მიმართ არასწორ დროსა და ადგილას დასმული შეკითხვები იყო. ვფიქრობ, ჩემს პასუხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან მე ისეთი აღქმა დამრჩა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო“, - განაცხადა მოსამართლე ჩხიკვაძემ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

Aburjga Tasmanieli არა, ბატონო მოსამართლევ, არ არის თქვენს მიმართ სანქცია! მათი ამგვარი ქმედება არის საქართველოს სახემწიფოს სუვერენიტეტის აბუჩად აგდება, იმის ნათელი დადასტურება, რომ საკუთარ კოლონიად მიჩნიათ ჩვენი ქვეყანა!
2 წლის უკან