Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე:

Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე: "სუფთა აბრეშუმია"

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს იტალიური გაზეთი Corriere Dello Sport-ის გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სუფთა აბრეშუმი უწოდა. ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩას გუშინდელი თამაშის შესახებ წერს:

„ხვიჩა კვარაცხელია, ელვისებური, ჟონგლიორი, ცივსისხლიანი დარტყმის მქონე ფეხბურთელია. ნება მოგვეცით, მკაფიოდ ვთქვათ: „ანაუნეს“ პატივისცემის მიუხედავად, ამ გუნდის დონიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ კვარას ქსოვილი ძალიან კარგია - სუფთა აბრეშუმია.

ბურთის კონტროლი, ფინტები, აჩქარებები და უეცარი მოძრაობები მისი სასიკვდილო იარაღია, რომელთანაც შერწყმულია აზროვნება და სწრაფი მოქმედება. შეგიძლიათ პოსტინსინიეს პერიოდს თავდაჯერებული დაელოდოთ.

მან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა: განსაკუთრებული სლალომი, რაჰმანიზე საგოლე პასი მაგიური იყო, ბურთი ძელს გაარტყა, ანგარიში 2:0 ფილიგრანული დარტყმით გახადა, ხოლო 4:0-ს მომენტში ბურთი მეკარე ჯონტას ლამაზად თავზე გადაუგდო. თავისი სისწრაფით, ოსიმენთან და ლოზანოსთან ერთად 4-3-3 სქემა უკვე აშკარად იკითხება, ტაქტიკა, რომელიც სპალეტიმ პირველ ტაიმში გამოიყენა“, - წერს რომაული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს, „პერუჯას“ წინააღმდეგ გამართავს.