გია აბაშიძე: გამაოგნებელია

გია აბაშიძე: გამაოგნებელია "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი ევროპარლამენტარ გალერისა და აშშ-ის საელჩოს უსაქციელო კადნიერება ჩაერიონ საქართველოს მართლმსაჯულებაში

„დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხტომებს ვერავისგან მოითმენს! გვეყო რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

“დაუჯერებელია და გამაოგნებელია "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი ევროპარლამენტარ გალერისა და აშშ-ის საელჩოს უსაქციელო კადნიერება ჩაერიონ საქართველოს მართლმსაჯულებაში.

ამგვარი ქმედებები არის პირდაპირი და თავხედური ზეწოლა დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო სისტემაზე, კანონის უზენაესობაზე.  

კარგია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საჯაროდ თქვა ის შოკისმომგვრელი მანკიერება, რაც მის გარშემო დაატრიალა აშშ-ის საელჩომ.

დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხტომებს ვერავისგან მოითმენს! 

გვეყო რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Aburjga Tasmanieli ეს იმ სახელმწიფოს ელჩია, რომელიცშუაგულ ევროპაში საკუთარი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლის გამო მართლმადიდებლურ იუგოსლავიას (სერბეთს) აღდგომა დღეს მშვიდობიან ბელგრადს უბომბავდა, ეკლესიებს უმიზნებდა ბომბებს, რომელზეც ეწერა " გილოცავთ აღდგომას"! ასეთი უნამუსობების ჩამდენებისაგან ახლა ის გიკვირთ პატარა, სუსტი საქართველოს ერთ პატიოსან მოსამართლეს თავზე ბატინკიანი ფეხი თუ დააბიჯეს?! მე კიდევ ამ ჩვენი ხელისუფლების გამკვირვებია!
ოფიციალურად მიმართეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს წაიყვანოს საქართველოდან ეს ლგბტ იდეოლოგიის მქადაგებელი მტარვალი და თუ დარჩათ ვინმე ნორმალური ის გამოგზავნონ! საქართველო აშშ-ს და ევროკავშირის კოლონია არ არის, მოკავშირეობას უნდა დასჯერდნენ, ხმა ჩაიგდონ და დიპლომატური სტატუსით გათვალისწინებულ ფარგლებში ჩაეტიონ! თუ ასე არ აწყობთ, მოკრან თავისი გუდა ნაბადი, ჩაალაგონ ჩემოდნები და გაეთრიონ საქართველოდან!
ასევე მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინონ სტალინის ძეგლის რესტავრაცია და მის კუთვნილ ადგილას დაბრუნება! იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ მტარვალთა ემისრები, რომ მათი ადგილი ხაშურის სადგურის ტუალეტის მოსაცდელშიც კი აღარ არის!
დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
2 წლის უკან