ორგანიზაცია Fact Check-მა ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა

ორგანიზაცია Fact Check-მა ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა

ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორგანიზაცია Fact Check-მა გამოაქვეყნა. მასალას ანალიტიკური სტატიის სახე აქვს. დოკუმენტაცია „ქართული ოცნების“ მოწოდებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გასაჯაროვდა.

როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტმა გაარკვია, ელენე ხოშტარიამ დოკუმენტაცია მისთვის სანდო ორგანიზაციას მიაწოდა. კერძოდ, Fact Check-ი საქართველოს რეფორმების ასოციაცია Grass-ის მიერ არის დაარსებული, რომლის დამფუძნებლებს შორის არიან თავად ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე. ამასთან, Grass-ის გუნდშია „ფაქტმეტრის“ რედაქტორიც, რომელმაც ხოშტარიას დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

Fact Check-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიით დასტურდება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება. დოკუმენტაციაში ჩანს ისიც, რომ ეს თანხა სოლიდურია.

„მართალია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება.

• ტყუილია, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან ხელფასს იღებს. სინამდვილეში, ელენე ხოშტარიას მამის, გიორგი ხოშტარიას, სახელზე, მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების საფუძველზე, სოლიკო ვირსალაძის დადგმებიდან მიღებული ჰონორარი ირიცხება.

• ტყუილია, რომ გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერაციული ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვა ფიქსირდება. გადმორიცხვა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის დაწესებულება "რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრიდანაა“ განხორციელებული. როგორც დოკუმენტები აჩვენებს, ეს შემოსავლები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ შემოსავლებს“, - აღნიშნულია Fact Check-ის სტატიაში.

რაც შეეხება ამ დასკვნის მეორე პუნქტს, „იმედმა“ თავიდანვე განმარტა, რომ რუსეთიდან სოლიდური თანხები ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს ერიცხებოდა და არ უთქვამს, რომ ეს „დროას“ ლიდერის ხელფასი იყო.

ყურადღება გასამახვილებელია მესამე პუნქტზეც, სადაც ტყუილს უწოდებენ ხოშტარიების ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან თანხის ჩარიცხვას. თუმცა, ორგანიზაციის დასკვნის ამ ნაწილთან შეუსაბამობაში მოდის მათ მიერვე გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც წერია შემდეგი: „ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის დაწესებულება „რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი“.

ყველაზე დიდი შეუსაბამობა კი სტატიის სათაურია. „დეზინფორმაციული კამპანია ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ“ ჰქვია იმ სტატიას, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დასტურდება.

ჩარიცხვების მიზნობრიობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ ელენე ხოშტარიას მმართველი პარტიიდან რამდენიმე კვირის წინ მოუწოდეს. მიზანი კი იყო პოლიტიკურ პროცესებზე რბილი ძალის გავლენის დაზღვევა ოკუპანტი ქვეყნიდან.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.

5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.

Maverick დაიხუოს მოძრაობა "დროას" ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი რუსული გავლენის აგენტს წარმოადგენს!
2 წლის უკან