ხელისუფლება ზრუნავს რეკომენდაციების შესრულებაზე, ხოლო მეორე მხრიდან ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ ბოიკოტს და უნდობლობას. ეს ადამიანები სურვილსაც კი არ გამოხატავენ, რომ პროცესში ჩაერთონ და ხელისუფლებასთან ერთად იმუშაონ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.
„ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და მათი დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან - ოპოზიცია ამ საკითხს უცხადებს ბოიკოტს. ამ ბოიკოტის პარალელურად ისინი მუდმივად ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას. რასაკვირველია, ქართული საზოგადოება ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სათანადოდ შეაფასებს. საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ მუშაობს და ვინ უშლის ამ მუშაობას ხელს. ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსები დადიოდნენ ბრიუსელში და მოუწოდებდნენ ევროპელებს, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია და ზედაპირზე დევს“, - აცხადებს გვიდიანი.