ცდილობს თუ არა დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას?!

ცდილობს თუ არა დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას?!

ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ და კოლექტიურ დასავლეთს შორის დაძაბულობას კიდევ ერთი სპირალი დაემატა, საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანისადმი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილის შედეგად. ასეთი პრეცედენტი კი ქართულ-ამერიკულ 30-წლიან ურთიერთობებს არ ახსოვს. კითხვას აქტუალობა შემატა წერილზე დეგნანის პასუხის შინაარსმა და პათოსმა.

ამასობაში, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების განხილვა 2023 წლისთვის გადადო. ეს შესაძლოა სიგნალი იყოს ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლებისთვის - კიდევ დიდხანს გაყურყუტებთ ევროკავშირის მოსაცდელში, და მეორე მხრივ ოპოზიციისთვის - იმოქმედეთ.

მართალია, მავანნი თვლიან, რომ ამით, ხელისუფლებას ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, რადგანაც 6 თვეში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სრულფასოვანი შესრულება არარეალისტური იყო, მაგრამ ოპოზიციისთვის და ჩვენი მოსახლეობის გულუბრყვილო ნაწილისთვის ეს გახლავთ სტიმული, რომ განხილვის გადავადება საპროტესტო აქციების ახალი ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ.

სხვათა შორის, კითხვა - სურს თუ არა დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ სხვადასხვა ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის მიზნით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დაეხმარა. იგულისხმებოდა თუ არა ამაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციაც“, ჯერ არ ვიცით. თუმცა, არაერთი ფაქტი მიუთითებს ამაზე.

თუმცა, გადმოვინაცვლოთ დღევანდელ რეალობაში.

2021 წლის 9 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) შეფმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკმაყოფილი იყო „ქართული ოცნებით,“ რადგანაც ის უარს ამბობდა მორჩილად შეესრულებინა აშშ-ს მოთხოვნები. სწორედ 2021 წელს დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ დასავლეთს შორის შეუთანხმებლობის სერია რიგ საკითხებზე, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოს საშინაო საქმე იყო. შედეგად ამერიკასა და ევროპაში იმატა „ქართული ოცნების“ კრიტიკამ და გაჩნდა მინიშნებები საგარეო ვექტორის ცვლილებაზეც კი. ეს ის პერიოდია, როდესაც ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო სექტორი აქტიურად ცდილობს „ქართული ოცნება“ წარმოაჩინოს პრორუსულ ძალად, ხოლო საკუთარი თავი დასავლეთის ერთდაერთ საყრდენად საქართველოში.

დასავლეთის მიერ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილი იკითხება ასევე ბიძინა ივანიშვილზე მიტანილი გააფთრებული იერიშებით. ეტყობს თვლიან, რომ მისთვის ზიანის მიყენებით, დაასუსტებენ „ქართულ ოცნებას“.

დასავლეთის დახმარებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე საუბრები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბაკურიანში რადიკალური ოპოზიციის და მისი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „ხავერდოვანი რევოლუციების“ ექსპერტის პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ტრენინგის დეტალები. სხვადახვა წყაროების თანახმად, ტრენინგის ორგანიზება დასავლელი დონორების ხელშეწყობით მოხდა.

ამის შემდეგ, კი პროცესები ზუსტად აკერმანის სახელმძღვანელოში მოცემული სცენარით განვითარდა. თუმცა, შემსრულებლებმა ვერ ივარგეს.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობებში აქტიურად ჩაერთო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული უკრაინის ხელისუფლება. სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ფრაზამ, „ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე საქართველოს მთავრობა“, მისცა ბიძგი ამ ნარატივის გამოყენებას როგორც ევროპარლამენტარების წერილში ქართველ ხალხთან, რომლითაც მოუწოდებნენ არჩევანი გაეკეთებინათ „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილსა და ევროპას შორის, შემდეგ კი ევროპარლამენტის ყბადაღებულ რეზოლუციაში, სადაც ასევე იყო ხალხის და არჩეული მთავრობის დაპირისპირების მცდელობა.

ამის შემდეგ, ევროკომისია და ევროპული საბჭო საქართველოს უარს ეუბნება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ფაქტობრივად რადიკალურ ოპოზიციას აძლევს ფორას ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში. ოპოზიციის და მისი სატელიტების დაწყებული პროტესტი კი ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის სათავეში დასავლეთისთვის მისაღები ფიგურებით დაკომპლექტებული „ტექნიკური მთავრობის“ მოსვლით უნდა დამთავრებულიყო.

თუმცა, „შინ ევროპისკენ“ ეგიდით მოწყობილი აქციებით ოპოზიციას, მის სატელიტ „ენჯეოებს“ და მათ დასავლელ სპონსორებს ხელისუფლების დამხობა არ გამოუვიდათ. ჩაფლავებულმა აქციებმა მათ მკაფიოდ დაანახათ, რომ ევროინტეგრაციის ემოციურად მხარდასაჭერად შეიძლება ერთჯერადად ბევრი ადამიანი გამოვიდეს მიტინგზე, თუმცა როგორც კი აქცია პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლაზე გადაერთვება, იქიდან იწყება მისი კვდომის პროცესი და ასეც მოხდა. ხალხმა ამ აქციის უკან მკაფიოდ დაინახა „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ყურები. 3 ივლისის აქციაზე გაფორმდა ხელისუფლების შეცვლის პირველი მცდელობის ფიასკო და დასავლეთშიც გადააბრუნეს ფირფიტა. „გაახსენდათ“, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც 2003 წლის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მყარად დგას.

თუმცა, ოპოზიციის აქციებზე ევროპარლამენტარების, უკრაინის პრეზიდენტის და მისი ოდიოზური ხელქვეითების მიმართვებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს აქციები გარე ძალების მხარდაჭერით სარგებლობდა. აშკარად ჩანდა, რომ აქციაზე გარკვეული ფსონები იყო დადებული და შესაძალოა, გარკვეული წრეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე პროგნოზირებდნენ „უკრაინულ მაიდანის“ ქართულ ვარიანტს. თუმცა, პირველი მცდელობის მარცხი არ ნიშნავს, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. როგორც ჩანს, ტაქტიკა შეიცვალა და საზოგადოებაში მხარდაჭერის დეფიციტის კომპენსაციას დასავლეთიდან მიღებული ფინანსური, მატერიალური, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერით ცდილობენ. ისევ დაიწყეს სირბილი ვაშინგტონსა და ბრიუსელში და თავიანთი მხარდამჭერების „დაქოქვა“, რომ ეგებ, მეორე მცდელობა გამოუვიდეთ. უნდა ითქვას, რომ დასავლეთის გარკვეული გავლენიანი წრეები მიჰყვებიან მათ ამ თამაშში.

როგორც ჩანს, ამ საქმეში წამყვანი ინსტიტუცია ევროპარლამენტი გახდა, სადაც ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. 9 ივნისის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმაში, ევროპარლამენტი პრინციპით „სჭედე რკინა სანამ ცხელია“, მორიგ რეზოლუციას ამზადებს საქართველოზე, რომლის მიღებაც სექტემბერში იგეგმება. რეზოლუციის პროექტიც უკვე ცნობილია, რომელიც ალბათ, დიდად არ შეიცვლება, ის უკიდურესად კრიტიკულია და თავის შინაარსითა და პათოსით ის პრაქტიკულად იმეორებს ევროპარლამენტის წინა რეზოლუციის ოპოზიიცის მიწოდებული ტექსტებიდან გადმოწერილ პასაჟებს. რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოზე და გაზრდის ხელმეორე უარის ალბათობას.

ამის შემდეგ კი საქართველოში პროცესების განჭვრეტა რთული არ უნდა იყოს. ამუშავდება, დასავლეთში უკვე აპრობირებული ნარატივი - მთავრობა გვაშორებს ევროპას და საჭიროა მისი შცვლა, რადგან ხალხის არჩევანი ევროპაა. არადა, 2021 წლის კვლევის თანახამად, გამოკითხულთა მხოლოდ 46% აქვს დადებითი ან მეტ-ნაკლებად დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ..

თუ შევეცდებით უფრო დიდი სურათი დავინახოთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს კოორდინირებული და ორკესტრირებული ხასიათი აქვს. შეტევა მოდის ევროპიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, კონკრეტულად კი მაკფოლ-ერმაკის კომიისიის მხრიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. დასავლურ მედიაში უკვე მოდად გადაიქცა „ქართული ოცნების“ კრიტიკა, რომლითაც იქმნება საინფორმაციო და განწყობითი ფონი, რომელსაც აქ უკვე აძლიერებს ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებიც შეუფერხებლად მაუწყებლობენ. ამ დროს, აშშ-ს ელჩი საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს. ხელისუფლებას, ლამის, ყოველდღე უწევს დასავლეთის ქვეყნების ელჩებისგან მათრახების ატანა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ღიად ჩარევა, რაც ადრე არ ხდებოდა. დასავლეთში ყალიბდება აღქმა, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად ამუხრუჭებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

იმის მიუხედავად, რომ უკვე ბევრი რამ მიუთითებს დასავლეთის სურვილზე, შეცვალოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, იქ რეალობის განცდაც არ დაუკარგავთ და ეტყობა, ხვდებიან, რომ 2003 წლის სცენარი არ გამოუვათ. სააკაშვილმა როგორც ლიდერმა აქტუალობა დაკარგა, ახალი ქარიზმატული ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს. ვერც მათმა მოკავშირე სამოქალაქო სექტორმა შვა ასეთი ლიდერი, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

დასავლეთმა, როგორც ჩანს, პაუზა აიღო. სავარაუდოდ, ისინი ან კიდევ ერთხელ შეეცდებიან ხელისუფლების აყირავებას, მაგალითად კანდიდატის სტატუსზე განმეორებითი უარით, ან დაელოდებიან 2024 წლის არჩევნებს.

 

 

კ ა ხ ე ლ ი თუ ასე გაგრძელდა, გამოცდა ელის არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ საქარტველოს პრო-დასავლურ ორიენტაციასაც. მოძლიერდებიან ანტი-დასავლური პოლიტიკური ძალები და დასუსტდება ტავრობის პრო-დასავლურიპოლიტიკა.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მოძლიერებული ვართ ბატონო კახელო, მოძლიერებული! ის კი ნამდვილად ვერ გამიგია ასეთ ბრძენ და განათლებულ ადამიანს რა უნდა მოგწონდეთ ამ დამპალ დასავლეთში?!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მოძლიერებული ვართ ბატონო კახელო, მოძლიერებული! ის კი ნამდვილად ვერ გამიგია ასეთ ბრძენ და განათლებულ ადამიანს რა უნდა მოგწონდეთ ამ დამპალ დასავლეთში?!
1 წლის უკან
trampi ათას კითხვებს უსვანენ ამ დედგენერატ ამერიკის ელჩს და ის კიდე პასუხის ღირსადაც არა თვლის ამ ხალხს---მაინც თავისას ერეკება
იმიტომაც ვიძახი----- მაგათ ჩვენ უკანასკნელ კოლონიად მივაჩნივართ, მაპუტუზე უკანასკნელად--მეთქი
ჰოოდა აბა ამათ ეგ თავს გაუყადრიის??
კაკრაას რააა....მეტი საქმე არა ააქვს
1 წლის უკან