ეს გზა ოპოზიციისთვის არის თვითდესტრუქციული. ვერასდროს ამით იმ შედეგს ვერ მიაღწევს, რა შედეგიც უნდათ,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„გიორგი ვაშაძე, როგორც ჩანს ამ ფორმით აპირებს უპასუხოს ევროკომისიის რეკომენდაციებს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. ეს გზა ოპოზიციისთვის არის თვითდესტრუქციული. ვერასდროს ამით იმ შედეგს ვერ მიაღწევს რა შედეგიც უნდათ. ქვეყანასაც აზიანებენ და საკუთარ თავსაც“, - აღნიშნა დავითულიანმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი დაანონსა და თქვა, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.