კრიშტიანუ საუდის არაბეთში?

კრიშტიანუ საუდის არაბეთში? "მანჩესტერმა" სარფიანი წინადადება მიიღო

მსოფლიო ფეხბურთოს 37 წლის მეგავარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ საგა გრძელდება. მას შემდეგ რაც დაიწერა, რომ პორტუგალიელს "წითელი ეშმაკების" დატოვება სურს, არაერთი კლუბის ინტერესზე დაიწერა. იწერებოდა ისეთ გუნდებზე, როგორებიცაა: "ჩელსი", "ბაიერნი", "პსჟ".

დღეს კი, "ევროსპორტი" საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება მიიღო საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბიდან. საუდისარაბულ კლუბს პორტუგალიელთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს და წაყარო წერს, რომ გარიგების სანაცვლოდ კრიშტიანუ ხელფასის სახით 211 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

ასე რომ, წინ ძალიან ცხელი სატრანსფერო ზაფხული გველის. ვნახოთ, მომვალა სეზონში სად ვიხილავთ ლეგენდარულ პორტუგალიელს.