კუპატაძე

კუპატაძე "სლოვანში"? ვაისის პასუხი

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" "სლოვანთან" 1:2 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ჟურნალისტების კითხვებს ემოციურად უპასუხა. ვაისს ლაზარე კუპატაძის შესახებაც კითხეს. მოგეხსენებათ, ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ქართველი მეკარის დამატებით სწორედ "სლოვანია" დაინტერესებული.

ვლადიმირ ვაისმა ამ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: "ლაზარე ძალიან კარგი მეკარეა და მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ბათუმის "დინამოში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ გუნდს გააძლიელერებდნენ. ასე რომ, მხოლოდ ლაზარე არაა ვინც მსურს. მეტს ვერაფერს გეტყვით."-თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ლაზარე კუპატაძე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აღზრდილია და ამ კლუბის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მას ასევე - თბილისის "ლოკომოტივში", ლუქსემბურგულ "იეუნესეში" უთამაშია. ამჯერად კი, ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავს. 26 წლის მეკარეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.