მოგება-წაგება მონაცვლეობით: ტოჩინოშინმა ამჯერად ნიშიკიგს აჯობა 

მოგება-წაგება მონაცვლეობით: ტოჩინოშინმა ამჯერად ნიშიკიგს აჯობა 

ნაგოია ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი 5 საშეჯიბრო დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით იგებს და აგებს და ამჯერად დადებით ბალანსზეა (3:2).

ქართველი გოლიათის მეტოქე მე-8 მარგაშირა ნიშიკიგი იყო, რომელსაც იორიკირის ილეთით აჯობა. დღევანდელი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური უპირატესობას ფლობდა, ყველაზე დიდი ბრძოლა დოჰიოს კიდესთან გაიმართა, სადაც გორგაძე მეტოქის ხაზს მიღმა გადაყვანას ცდილობდა, თუმცა ნიშიკიგი თავის შმაგრებას ცდილბდა. საბოლოოდ ტოჩიმ გაიმარჯვა. ეს მათი მე-10 შეხვედრა იყო, რომელთაგანაც ლევანმა 6-ჯერ მოიგო.

ქართველ სუმოისტს ზაფხულის სუპერტურნირზე 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ჩვენებურს მასთან 7 შეხვედრიდან 6 მოგება აქვს და ურთიერთშეხვედრების ბალანსში დიდ უპირატესობას ფლობს.